ფერნანდო ნავარო : "ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა გახლავთ"

გამოცდილი სევილიელი მცველის, ფერნანდო ნავაროს განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც ანდალუსიური კოლექტივი კარლო ანჩელოტის "ბლანკოსთან" გამართავს ძალიან რთული იქნება, მაგრამ მასპინძლებს უკან დასახევი გზა არ აქვთ...


"ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი სეზონის ბოლოს მეოთხე ადგილზე განთავსება გახლავთ, ამისთვის მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და იმედი გვაქვს ბასკებს ვაჯობებთ და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის საშუალება მოგვეცემა."

"ამ დროისთვის სევილიას 47 ქულა აქვს და მთელი 9 ქულით ჩამორჩება ბილბაოს ატლეტიკს, აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმს მოვუყაროთ თავი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვახერხებთ მეტოქის დაჯაბვნას და ზედა პოზიციის დაკავებას."

"მადრიდის რეალს ჰყავს კრიშტიანო რონალდუ, რომელსაც გოლის გატანის ბრწყინვალე უნარი აქვს, იგი აუცილებლად ეცდება კარის აღებას, მაგრამ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, თუკი დედაქალაქელებმა საკუთარი თამაში შემოგვთავაზეს ვერაფერს გავხდებით, ამიტომ მჭიდროთ უნდა ვითამაშოთ და თითოეულ ფეხბურთელს მოსვენების საშუალება არ მივცეთ."

"ბარსელონასთან თამაშმა კარლოს გუნდს რა თქმა უნდა დიდი ძალა წაართვა, ეს ჩვენთვის დამატებითი პლუსი გახლავთ, ყველა ასპექტი კარგად უნდა გავთვალოთ და მოსაგებად ვიბრძოლოთ, წარუმატებლობის შემთხვევაში კიდევ უფრო დავშორდებით ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპს." dle 10.1

  • Hala
  • 26 მარტი 2014
  • 1543
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)