კარლო: „რონალდუსა და რამოსს მეტი პატივისცემის გამოხატვა მართებდათ“

„სევილიასთან“ თამაშამდე, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„კატალონიელებთან თამაში დავიწყებას უნდა მიეცეს.ფეხბურთელებმა ნაყოფიერად ივარჯიშეს და გასახდელშიც სათანადო ატმოსფერო სუფევს.სევილიაში 3 ქულის წამოსაღებად ჩავდივართ.“

„როგორც უკვე გითხარით, მალენკოს გადაწყვეტილებებმა ზიანი მიაყენა „რეალს,“ განსაკუთრებით რამოსის ეპიზოდში.ვთვლით, რომ სერხიო უსაფუძვლოთ გააძევეს და ამიტომაც გავასაჩივრეთ სააპელაციო კომიტეტში.დაველოდებით კომპეტენტური ადამიანების დასკვნას.“

„დი მარიას შეცვლა, ილიარასაც შეუძლა და ისკოსაც.არჩევანს ხვალ გავაკეთებ.“

„ბენზემამ ფანტასტიკური „კლასიკო“ ჩაატარა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, მისი შეცვლა მოგვიწია.ის გაგებით მოეკიდა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას.“

„დიდი ხნის განმავლობაში დაუმარცხებელნი ვიყავით, თუმცა ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.მიუხედავად წაგებისა, თანაბარი ქულები გვაქვს „ატლეტიკოსთან“ და ერთით ვუსწრებთ „ბარსელონას.“ხვალინდელი დაპირისპირება ერთობ ნიშანდობლივია.ბიჭებმა ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინონ „კლასიკოში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ.“

„მესმის კრიშტიანუსა და რამოსის მატჩისშემდგომი განცხადებების, თუმცა მათ უპატივცეულობა გამოიჩინეს ყველას მიმართ.ყოველთვის ვფიქრობ, რომ უიღბლობის გამო, არბიტრები სავალალო შეცდომებს უშვებენ ხოლმე.“

„კალენდარს არ ვუყურებთ, რამეთუ მხოლოდ მომავალი მატჩის ბედი გვანაღვლებს.დარჩენილი შეხვედრებში შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადვილები გასეირნებები გველოდება.პრიმერა საკმაოდ დაძაბულია და სიურპრიზებსაც ხშირად გვთავაზობს.“

„უნდიანო მალენკო თასის ფინალზე? ჩემს კომპეტენციაში არ შედის მსგავსი თემების განხილვა.შესაბამისად, ვერ გიპასუხებთ.“

„„რეალი“ კონკურენტუნარიანი გუნდია და ყველა ტურნირზე ბოლომდე იბრძოლებს.“

„თუ კარვახალს შეექმნება პრობლემები, ნაჩოს ან რამოსს შეუძლია მის პოზიციაზე ასპარეზობა.“

„ცხადია, განვლილი მატჩის შედეგით უკმაყოფილონი ვართ, თუმცა ვფიქრობ, საერთო ჯამში, ბიჭებს ცუდად არ უთამაშიათ.კარგი იქნებოდა, პატარ-პატარა შეცდომები რომ არ ყოფილიყო, მაგრამ უკვე წარსულია.ახლა, პოზიტიურად უნდა განვეწყოთ, რამეთუ პრიმერას მოგების რეალური შანსი არსებობს.“

„ბუსკეტსის ნაცვლად პეპე რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია რა ამბავი ატყდებოდა.“

„ბუნებრივია, თვითკრიტიკულებიც ვართ.საჭიროა თითოეული შეცდომის გაანალიზება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს.“

„„სევილიამ“ დერბი მოიგო და „რეალის“ ძლევასაც ეცდება, თუმცა 3 ქულისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)