ფეხბურთელების მატჩის წინ კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, "ელ კლასიკოს" დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სერხიო რამოსმა, გონასლო იგუაინმა და პეპემ მატჩის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს.


პეპე:
"ჩვენ ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც ძალიან დაძაბული შეხვედრები გვქონდა. დღეს კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "ბარსელონას" ვეთამაშებით. თუ გავიმარჯვებთ სატურნირო ცხრილში ქულათა რაოდენობა ოთხამე გაიზრდება. ასე რომ ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება."

"მე და ჩემს თანაგუნდელებს არ გვეშინია მოწინააღმდეგის და მინდა აღვნიშნო, რომ კატალონიაში მხოლოდ სამი ქულის ასაღებად მივდივართ."

"ბარსელონა" უკვე დიდი ხანია ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს და ჩვენ კარგად შევისწავლეთ წინა სეზონში დაშვებული შეცდომები და დღევანდელი მატჩი უკეთესი სანახავი იქნება."

"კატალონიელები ძალიან სწრაფად თამაშობენ. სწრაფი კომინაციები მათი სტილია. ჩვენ ვეცდებით ბურთი გავაკონტროლოთ და მოწინააღმდეგე გუნდს პირველივე წუთებიდან შევუტიოთ."

"აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ დაგვიბრუნდა კრიშტიანო რონალდო. მისი მოედანზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. რონალდოს წინააღმდეგ დანი ალვეშს მოუწევს თამაში, ასევე მასზე იქნება დამოკიდებული ფლანგიდან შეტევაც. ვფიქრობა დანის მთელი მატჩის განმავლობაში პრობელემები არ მოაკლდება."

სერხიო რამოსი:
"ჩვენ ძალიან გვინდა ფანების გახარება. მართალია გუნდი შეუთამაშებელი, მაგრამ მაინც ნორმალურად ვთამაშობთ. მთავარია მოწინააღმდეგეს ბურთის გაკონტროლების უფლება არ მივცეთ."

"თუ ჩვენ გავხსნით ანგარიშს, "ბარსას" ფეხბურთელები მთელი ძლით შეგვიტევენ. ჩვენ კი მათ თამაშს ჩავუკეტავთ. ალბათ გახსოვთ რა მოხდა შარშან ბერნაბეუზე. გონსალო იგუაინმა პირველი გოლი გაიტანა და ჩვენ წინ გავედით, მაგრამ თამაში არ ჩაგვიკეტია, რის გამოც დავისაჯეთ. ამ შეცდომის გამეორებას არ ვაპირებთ."

"ხავი და ინიესტა "ბარსელონაში" ყველაზე დიდ როლს თამაშობენ. მთავარი სწორედ ამ ორი ფეხბურთელის ჩაკეტვაა. თუ ამას მოვახერხებთ, "ბარსას" ძალიან გაუჭირდება შეტევების ორგანიზება."

"ჩვენ ასევე რონალდოს დაბრუნებითაც გახარებული ვართ და ეს "მადრიდისტებისთვის" დამატებითი სტიმულია."

გონსალო იგუაინი:
"ვატყობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ვეცდები პირველივე მომენტი გამოვიყენო და გულშემატკივარი გავახარო. მე დღეს გუნდს მარჯვენა ფლანგიდან დავეხმარები."

"წლევანდელი კლასი ძალიან საინტერესო იქნება. ორივე გუნდს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. იმედია გულშემატკივარი ისიამოვნებს "ელ კლასიკოთი"."

"გუნდის ყველა წევრი ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც კრიშტიანო. მართალია რონალდო ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ წინა მატჩებში დავამტკიცეთ, რომ მის გარეშეც შეგვიძლია გამარჯვებას."

"ვინც ამ შეხვედრაში გაიმარჯვებს, ლა ლიგის სატურნირო ცრილში ის დაიკავებს პირველ ადგილს."

"ამ შეხვედრის მოგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ სამეფო კლუბი გვქვია და "ბარსას" დამარცხება აუცილებელია."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 29 ნოემბერი 2009
  • 3685
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)