Daily Star: მადრიდის რეალს ჯო ჰარტის შეძენა სურს

ბრიტანული Daily Star ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამეფო კლუბი ჯო ჰარტის სამსახურით არის დაინტერესებული.


ბრიტანული Daily Star ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამეფო კლუბი ჯო ჰარტის სამსახურით არის დაინტერესებული.

თუ ბრიტანელებს დავუჯერებთ, ზაფხულში მანჩესტერ სიტის ბარსელონას მეკარე - ვიქტორ ვალდესი შეუერთდება, რომელიც დაიკავებს კიდეც ძირითადი მეკარის ადგილს ეტიჰედზე. ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ინგლისის ნაკრებისმ ეკარე ჯო ჰარტი იძულებული იქნება კლუბი გამოცვალოს.

სამეფო კლუბში კი მეკარეებს ძალიან დიდი კონკურენცია აქვთ და სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი გუნდს დატოვებს. გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა იკერი სიტიში გადავიდეს, სანაცვლოდ კი რეალმა ჯო ჰარტი მიიღოს.

კარლო ანჩელოტი კი დიეგო ლოპესს იკერ კასილასის მემკვიდრედ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოახერხებს სამეფო კლუბის კარის დაცვას. მიუხედავად დიდი ნდობისა, ესპანელმა მეკარემ შესაძლოა მაინც დატოვოს კლუბი, რადგან მისი შეზენით იტალიური მილანი არის დაინტერესებული. სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, ბლანკოსის ხელმძღვანელობა მზად არის შეელიოს დიეგოს.

რაც შეეხება ჰარტს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას და ბეილს საერთო აგენტი ჰყავთ, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო გააადვილებს. თუ სამეფო კლუბმა ერთ-ერთი მეკარე გაუშვა, ჯო გათეთრების ერთ-ერთი პირველი კანდიდატი იქნება. რეალი მზად არის ინგლისელ მეკარეში 25 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.

ინფორმაციის წყარო: DailyStar.Co.UK
dle 10.1

  • SunSay
  • 25 მარტი 2014
  • 2061
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)