“ელ კლასიკო“ –“more than a game ... more than a preview”

თამაშის დღე: 29 ნოემბერი, 2009 წელი , შაბათი

თამაშის დრო: 19:00 (ადგილობრივი დროით) და 22:00 (თბილისის დროით)

მოედანი: უდიდესი ევროპაში

“ელ კლასიკო“  –“more than a game ... more than a  preview”

სრული სახელი: თავადაც კარგად იცით

ადგილმდებარეობა: მათთვის ეს ესპანეთი არაა.

დაარსების წელი: შეგიძლიათ დაბადების დღე მიულოცოთ.

კლუბის პრეზიდენტი : მალე შეცვლიან.

მთავარი მწვრთნელი: როგორც ჩანს სერიოზულად დიდ ხანს ეყოლებათ.

ზედმეტსახელი: როგორც გინდათ ისე დაუძახეთ.

მიღწევები: უბრალოდ ძალიან ბევრი


მიუხედავად წარმოშობის ადგილისა, მიუხედავად იმისა, გულშემატკივრობ თუ არა „ბარსელონას“ ან „მადრიდის რეალს“ წარმოუდგენელია, რომ არ იცოდე , თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზემოთხსენებული ორი კლუბის დაპირისპირებას, რომელიც საფეხბურთო სამყაროში „ელ კლასიკოს“ სახელითაა ცნობილი, ესაა მატჩი, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმელად ელის. ესაა შეხვედრა, რომლის ხილვის საშუალებაც წელიწადში ორჯერ გვაქვს. თითოეული მათგანი კი სტადიონზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე განსხვავებულია. დღეს, 29 ნოემბერს, დედამიწის უმრავლესი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივართა მზერა 90 წუთის განმავლობაში მიპყრობილ იქნება მხოლოდ ერთი წერტილისკენ, მხოლოდ „კამპ ნოუსკენ“ , სტადიონისკენ, რომელიც, როგორც ბევრმა ჟურნალისტმა და ფეხბურთის მიმომხილველმა თქვა და დაწერა, უმასპინძლებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ჩემპიონატს. ესაა შეხვედრა , რომელში მონაწილეობას იღებენ მესი, იბრაგიმოვიჩი, რონალდუ, კაკა, კასილასი, ხავი, ინიესტა და ა.შ. ესაა მატჩი, რომელიც „მეტია ვიდრე, უბრალოდ ჩვეულებრივი შეხვედრა“. ესაა დაპირისპირება, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც სპორტულ ფარგლებს ცილდება. „კატალონია–ეს ესპანეთი არაა“ სწორედ ასეთ სიტყვებს მოისმენდით ამ დღეებში „ბარსელონას“ ქუჩებში.


მაშ ასე, დიდებულ „ელ კლასიკომდე“ სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. ვინაიდან და რადგანაც , ეს შეხვედრა უბრალოდ შეხვედრაზე მეტია, ამიტომ პრევიუც უბრალოსგან განსხვავებული იქნება. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ როგორც სხვა შეხვედრების წინ ვწერდით ხოლმე, დავიწყოთ „ბარსელოანს“ , როგორც ჩვეულებრივი მეტოქის აღწერა. უაზრობად მიმაჩნია, ვთქვათ და ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თუნდაც შემადგენლობის პროგნოზირება, ან ის, თუ ვისგან უნდა მოველოდეთ ყველაზე მეტ ხიფათს, უბრალოდ, ამაში, ჩემი რწმენით, არანაირი აზრი არ დევს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის.


თავიდან მოდი ციფრებით დავიწყოთ. ეს „ელ კლასიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის რანგში რიგით 159–ეა. მეტოქეთა სტატიტსიკა შემდეგნაირად გამოიყურება


ბარსელონა

მოგება 60
ფრე: 30


მადრიდის რეალი

მოგება: 68
ფრე: (იმედია მიხვდებით)


ამ უპრინციპესი დაპირისპირების განმავლობაში შვიდჯერ შეხვდნენ მეტოქეები მე–12 ტურში ერთმანეთს. „კამპ ნოუზე“ „მადრიდის რეალმა“ 19–ჯერ გაიმარჯვა. ზედიზედ მესამედ „ელ კლასიკო“ ლა ლიგის პირველ წრეზე „ბარსელონას“ სტადიონზე იმართება.


ბომბარდირები (P.S. აქ ერთმანეთის კარში გატანილი გოლები იგულისხმება)

„მადრიდის რეალისა“ და „ბარსელონას“ მოქმედ ფეხბურთელებს შორის შემდეგი მაჩვენებლებია:


რაული (11 გოლი)

ვან ნისტელროი (4 გოლი)

სერხიო რამოსი (2 გოლი)

იგუაინი (1 გოლი)

მესი (6 გოლი)

ანრი (3 გოლი)

ხავი (2 გოლი)

პუიოლი და პიკე (1 გოლი)


მწვრთნელთა დაპირისპირება: ხოსეპ გვარდიოლას, როგორც ფეხბურთელს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა „ელ კლასიკოში“ , მაგრამ მან ვერც ერთხელ ვერ მოახერხა გოლის გატანა. როგორც მწვრთნელი „მადრიდის რეალს“ მესამეჯერ უპირისპირდება და როგორც ცნობილია აქედან ზედიზედ ორჯერ იმარჯვა კიდეც (ერთხელ „კამპ ნოუზე“ 2:0 და მეორედ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2:6). მანუელ პელეგრინისთვის ეს „ბარსელონასთან“ რიგით მე–11 დაპირისპირება იქნება. ამავდროულად ეს იქნება ჩილელი სპეციალისტის მეექვსე ვიზიტი „კამპ ნოუზე“. საერთო ჯამში პელეგრინის ბარსელონასთან დაპირისპირების სტატისტიკური მაჩვენებელი ასე გამოიყურება:


მოგება: 4

ფრე: 2 (ორივე ერთი და იგივე ანგარიშით 3:3)

წაგება: 4


„კამპ ნოუზე“ მანუელ პელეგრინმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, ეს მოხდა 09.03.2008 წელს, მაშინ „ვილიარეალმა“ „ბარსელონა“ 1:2 დაამარცხა. ორი ფრეც სწორედ „ბარსელონას“ საშინაო შეხვედრისას დაფიქსირდა. პელეგრინის კლუბმა ყველაზე დიდი ანგარიშით „ბარსელონას“ მოუგო 3:0 (2005/06 სეზონი), ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იყო 4:0 (2006/07 სეზონი). მანუელ პელეგრინი გვარდიოლას მესამეჯერ დაუპირისპირდება, შეხედეთ ტენდენცია: წაგება, ფრე... წესით ამას მოგება უნდა მოყვეს. ეს ხუმრობით, მაგრამ როგორც ყველა მადრიდისტში ჩემშიც არის ამის იმედი.


კლუბების ისტორიის განმავლობაში მათ 27 საერთო ფეხბურთელი (ანუ რომელმც ერთ კლუბშიც ითამაშა და შემდეგ მეორეში გადავიდა) ყავდათ, აქედან 11 მათგანი პირდაპირი ტრანსფერით მოხვდა ერთი კლუბიდან მეორეში. 11 „დეზერტირიდან“ 7 გადავიდა ქალაქ კატალონიიდან, ხოლო დანარჩენი 4 კი ქალაქ მადრიდიდან მეტოქის ბანაკში გადაბარგდა. 16 ფეხბურთელი ერთი კლუბიდან მეორეში სატრანზიტო კლუბების გავლით მოხვდნენ. ლუიშ ფიგუ, რონალდო და ლუიშ ენრიკე–ესაა ის სამი ფეხბურთელი, რომელმაც ორივე კლუბში თამაშისას გაიტანა გოლი. ლუიშ ენრიკეზე უნდა აღვნიშნოთ, რომ მან მხოლოდ ერთხელ დალაშქრა „ბარსელონას“ კარი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში, ხოლო სამწუხაროდ „მადრიდის რეალის“ მეკარეებს კი რეგულარულად უტანდა გოლს. საერთო ჯამში მან მადრიდელთა კარში 6 გოლი გაიტანა.


აი კიდევ რამდენიმე ფაქტი, რაც „მადრიდის რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელებს აერთიანებს:

ა) იკერი კასილასი– ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ნაკრებში მას პარტნიორობას ერთდროულად „ბარსელონას„ ხუთი ფეხბურთელი უწევს,ესენი არიან: პუიოლი, პიკე, ხავი, ინიესტა და ბუსკეთსი.

“ელ კლასიკო“  –“more than a game ... more than a  preview”

ბ) ზემოთხსენებულ ფებხურთელებთან ერთად მოედანზე ვიხილავთ 8 ევროპის მოქმედ ჩემპიონს: „მადრიდის რეალის“ შემადგენლობაში ესენი არიან: კასილასი, რამოსი, არბელოა, ალბიოლი (თუ მოედანზე გამოჩნდა) და ხაბი ალონსო. ხოლო „ბარსელონას შემადგენლობაში კი: პუიოლი, ხავი და ინიესტა.

გ) ხაბი ალონსოს მამა პერიკო 1982–1985 წლებში თამაშობდა „ბარსელონაში“.

დ) კაკა და დანი ალვეში ერთად გამოდიან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.

ე) დანი ალვეში ორი სეზონის განმავლობაში (2003–დან 2005–მდე) გამოდიოდა „სევილიაში“ , სადაც მისი პარტნიოი იყო სერხიო რამოსი.

ვ) გონსალო იგუაინი და ფერნანდო გაგო–არგენტინის ეროვნულ ნაკრების წევრები არიან , სადაც მათი პარტნიორია ლიონელ მესი.

ზ) ტიერი ანრი და ერიკ აბიდალი–საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრები არიან, სადაც მათთან ერთად გამოდიან კარიმ ბენზემა და ლასანა დიარა.

თ) რაფაელ ვან დერ ვაარტი სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა „აიაქსში“ ზლატან იბრაგიმოვიჩთან ერთად– 2001–დან 2004 წლამდე. ზლატანის მიერ გატანილ გოლების უმრავლესობაში სწორედ ვან დერ ვაარტის გადაცემები ფიგურირებდა. მათი პარტნიორი „აიაქსში“ იყო მაქსველი

ი) სეიდუ კეიტა და მამადუ დიარა მალის ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ.

კ) 2004–2006 წლებში მამადუ დიარა ერიკ აბიდალთან ერთად გამოდიოდა „ლიონში“

ლ) თუ ძალიან უკან წავალთ, რაულსა და გვარდიოლას არაერთხელ უთამაშიათ ერთად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.


კიდევ რამდენიმე რამ მეტოქეზე


„ბარსელონამ“ კვლავ არ იცის, თუ რას ნიშნავს ლა ლიგაში მარცხი, ის ერთადერთი კლუბია ევროპაში (!), რომელმაც მხოლოდ ერთადერთი მარცხი იწვნია ოფიციალურ შეხვედრებში. აღვნიშნოთ, რომ საკუთარ მოედანზე „მადრიდის რეალმაც“ მხოლოდ ერთხელ წააგო და ისიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში.


მოდით თვალი გადავავლოთ კლუბების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, დავიწყოთ მასპინძლებით:

ბარსელონა

სულ ჩატარებული შეხვედრა 11

მოგება 8

წაგება 0

ფრე 3

სულ საშინაო შეხვედრა: 5

მოგება 5

წაგება 0

ფრე 0

სულ გასვლითი შეხვედრა 6

მოგება 3

წაგება 0

ფრე 3

სტატისტიკური მაჩვენებლები თვეების მიხედვით

აგვისტო

თამაში 1

მოგება 1

წაგება 0

ფრე 0

სექტემბერი

თამაში 4

მოგება 4

წაგება 0

ფრე 0

ოქტომბერი

თამაში 4

მოგება 2

წაგება 0

ფრე 2

ნოემბერი

თამაში 2

მოგება 1

ფრე 1

კლუბის მაჩვენებლები

მატჩზე საშუალო დასწრება : 78501

ყველაზე დიდი საშინაო გმარჯვება: 6:1 („რეალ სარაგოსა“)

ყველაზე დიდი გასვლითი გამარჯვება: 1:4 („სანტანდერის რასინგი“)

ყველაზე დიდი საშინაო მარცხი: –

ყველაზე დიდი გასვლითი მარცხი: –

გატანილი/გაშვებული გოლები წუთების მიხედვით

0–15

გატანილი: 3
გაშვებული: 0

16–30

გატანილი: 8
გაშვებული: 1

31–45

გატანილი: 6
გაშვებული: 1

46–60

გატანილი: 3
გაშვებული: 0

61–75

გატანილი: 3
გაშვებული: 2

76-90

გატანილი: 6
გაშვებული: 4


„ბარსელონას“ მიერ გაშვებულიო გოლების ნახევარი (პიკეს ერთადერთი ავტოგოლის ჩათვლით), თამაშის ბოლო წუთებზე. ძნელია თქვა, თუ რაა ამის მიზეზი, ფიზიკური დაღლილობა, კონცენტრაციის დაკარგვა, თუ სხვა რამე. რაც შეეხება ბლაუგრანას დაცვის ხაზს, უნა აღვნიშნოთ პიკეს მიერ არც თუ ისე იშვიათად დაშვებული პოზიციური შეცდომები, ასევე ვალდესის სტაბილური თამაში. კატალონიელების კარის დარაჯი საიმედოდ თამაშობს ამ სეზონში და ისეთ ბავშურ შეცდომებს აღარ უშვებს, რასაც წინა სეზონში შვებოდა.


მადრიდის რეალი

სულ ჩატარებული შეხვედრა 11

მოგება 9

წაგება 1

ფრე 1

სულ საშინაო შეხვედრა: 6

მოგება 6

წაგება 0

ფრე 0

სულ გასვლითი შეხვედრა 5

მოგება 3

წაგება 1

ფრე 1

სტატისტიკური მაჩვენებლები თვეების მიხედვით

აგვისტო

თამაში 1

მოგება 1

წაგება 0

ფრე 0

სექტემბერი

თამაში 4

მოგება 4

წაგება 0

ფრე 0

ოქტომბერი

თამაში 4

მოგება 2

წაგება 1

ფრე 1

ნოემბერი

თამაში 2

მოგება 2

ფრე 0

კლუბის მაჩვენებლები

მატჩზე საშუალო დასწრება : 72500

ყველაზე დიდი საშინაო გმარჯვება: 5:0 („ხერესი“)

ყველაზე დიდი გასვლითი გამარჯვება: 0:3 („ესპანიოლი“)

ყველაზე დიდი საშინაო მარცხი: –

ყველაზე დიდი გასვლითი მარცხი: 1:2 („სევილია“)

გატანილი/გაშვებული გოლები წუთების მიხედვით

0–15

გატანილი: 4
გაშვებული: 0

16–30

გატანილი: 4
გაშვებული: 2

31–45

გატანილი: 3
გაშვებული: 2

46–60

გატანილი: 6
გაშვებული: 1

61–75

გატანილი: 3
გაშვებული: 1

76-90

გატანილი: 7
გაშვებული: 2


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი სტატისტიკის მოყვარულთათვის– „მადრიდის რეალი“ კამპ ნოუზე“ 32–ჯერ ჩავიდა ლიდერის სტატუსით. ამ შეხვედრებში „ბარსელონამ“ იმარჯვა 17–ჯერ, 7–ჯერ დაფიქსირდა ფრე, ხოლო 8 შეხვედრა „ბლანკოსების“ გამარჯვებით დასრულად. 24 შემთხვევაში „მადრიდის რეალი“ კვლავ დარჩა სატურნირო ცხრილის ლიდერად, 2 შემთხვევაში „ბარსელონასთან“ ერთად იყოფდა პირველ ადგილს, ხოლო 6–ჯერ კი ლიდერობა დაკარგა. უნდა აღინიშნოს, რომ „კამპ ნოუზე“ დაკარგული ლიდერობის შემდეგ „მადრიდის რეალი“ არასდროს არ გამხდარა ჩემპიონი.


მოედანზე დღეს საღამოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვიხილავთ,

“ელ კლასიკო“  –“more than a game ... more than a  preview”

ორივე მწვრთნელს ფეხბურთელთა არჩევნის მხრივ საუკეთესო შესაძლებლობები აქვთ , ასევე ანალოგიური სიტუაციაა სათამაშო სქემის არჩევის მხრივაც.

მატჩის არბიტრი–უნდიანო მალენკო. ეს მეორე „ელ კლასიკოა“ ამ არბიტრის პრაქტიკაში. პირველი „ელ კლასიკო“ მისთვის იყო 3:3 დასრულებული შეხვედრა, ჩვენ ის სეზონი (2006/07) პირველ ადგილზე დავასრულეთ.


“ელ კლასიკო“  –“more than a game ... more than a  preview”
dle 10.1

  • shvela
  • 29 ნოემბერი 2009
  • 5456
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)