პრიმერა დივიზიონი: ახლა იწყება თავდავიწყება

უკანასკნელი დეკადის განმავლობაში, ასეთი დაძაბული ესპანეთის ჩემპიონატი არ ყოფილა.


ბუნებრივად თუ ხელოვნურად, ლა ლიგაში დაძაბულობა ტურიდან-ტურამდე მატულობს და ჩემპიონობისათვის 3 გუნდი აცხადებს პრეტენზიას.„სანტიაგო ბერნაბეუზე“ უშუალო კონკურენტთან დამარცხებით, „რეალი“ მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, თუმცა ლიდერ „ატლეტიკოს“ მხოლოდ ურთიერთშეხვედრებით ჩამორჩება (ორივეს 70 ქულა).რაც შეეხება „ბარსელონას,“ პრიმერას 29-ე ტურის შემდეგ, კვლავ მესამე პოზიციაზე იმყოფება (69 ქულა).

სეზონის დასრულებამდე, გუნდებi კიდევ 9 თამაშში მიიღებენ მონაწილეობას..კალენდრის მიხედვით, ყველაზე რთული თამაშები, „როხიბლანკოს“ დარჩა ჩასატარებელი.სიმეონეს შეგირდებს, „ატლეტიკთან“ (სტუმრად), „ვილაირეალთან“ (სახლში), „ვალენსიასთან“ (სტუმრად) და „ბარსელონასთან“ (სტუმრად) მოუწევთ ასპარეზობა.თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობენ, მათი წაბორძიკება უახლოეს ტურებში იქნება მოსალოდნელი.

„კულეებსაც“ ელოდებათ არასამიავნო დაპირისპირებების გამართვა.მაგალითად, კატალონიური დერბი „ესპანიოლთან“, სტუმრად „ელ მადრიგალზე“ „ვილიარეალთან,“ ხოლო საშინაო არენაზე, ჯერ ბილბაოელებთან, ხოლო ბოლო ტურში „ატლეტიკოსთან.“

მადრიდელების ჩემპიონობისათვის ბრძოლის სურვილი, მომდევნო 3 ტურში გამოჩნდება.ანჩელოტის დამოძღვრილებს ჯერ „სანჩეს პისხუანი“ ელოდებათ, ხოლო შემდეგ სან-სებასტიანი.

და მაინც, ყველაზე კომფორტულ სიტუაციში „რეალი“ იმყოფება, რომლის გალიდერებაც, მხოლოდ „მატრასნიკების“ ყაიმსა ან მარცხზეა დამოკიდებული, ხოლო იმისათვის, რომ „ბარსა“ ავიდეს პირველზე, მადრიდულმა გრანდებმა ერთდროულად უნდა წაიტეხონ კისერი, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)