თავდაჯერებული „რეალის“ არათავდაჯერებული თამაში

პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურმა, სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო მძაფრი ატმოსფერო შექმნა.


ბუნებრივია, როგორც „რეალის“ ფანს და როგორც სანახაობრივი ფეხბურთის მოყვარულს, მეც მაქვს პრეტენზიები მსაჯთან, თუმცა აღნიშნულ სტატიას „თეთრების“ თამაშის განხილვას დავუთმობ და არა მალენკოს, რომლის სუბიექტურმა გადაწყვეტილებებმაც, მასპინძლები უფრო აზარალა.

დავიწყებ იქედან, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ რეკორდებისა და გაბერილი სერიების.ვფიქრობ, აწ უკვე დასრულებული 31 მატჩიანი დაუმარცხებელი ციკლი, ანჩელოტის შეგირდებს სხვა რეალობაში ამყოფებდა.ისინი მწვანე მინდორზე თავდაჯერებულნი გამოვიდნენ, თუმცა ასეთი განწყობის ბურთაობაში გადრასასხვა, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა თუ მოახერხა.

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, კარვახალის პოზიციური შეცდომა, დიდებულად გამოიყენა ინიესტამ და ლოპესის კარის მიმართულებით აუღებელი დარტყმა გაუშვა.აღნიშნულმა ეპიზოდმა, მეტად ამანერვიულა, რამეთუ მყისვე მივხვდი, რომ „ბლანკოსის“ დაცვითი ხაზი მოწოდების სიმაღლეზე ვერ გამოიყურებოდა და მათგან კიდევ იყო მოსალოდნელი მსგავსი ჩავარდნები, რაც რამდენიმე წუთის შემდეგ, მესის ერთი-ერთზე გასვლამაც ცხადყო.

ბოლო დროს, „ბლაუგრანა“ საუკეთესო კონდიციებში ვერ იმყოფება, თუმცა როდესაც მოედანზე არასწორ პოზიციას იკავებ, კატალონიელები მეპასეები არ გაპატიებენ ამას.მათ ჩინებულად გამოიყენეს დედაქალაქელების დამცველების არამდგრადი ასპარეზობა და სწორედ ამის წყალობით, 4 გოლი გაუტანეს ლოპესს.

ზემო აბზაცის პირველ წინადადებას იმით გავამყარებ, რომ მონდომების პირობებში, მადრიდელებმა 4 წუთში შეძლეს, როგორც სხვაობის აღდგენა, ასევე წინ გასვლა.რა თქმა უნდა, ყოველივე ამაში, ლომის წვლილი მიუძღვით ბენზემასა და დი მარიას, რომლებიც ადგილობრივების მხრიდან ყველაზე ნათელი წერტილები იყვნენ.ფრანგს კიდევ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა „ელ კლასიკოს“ პირველ ტაიმში პოკერის შესრულება, დაუჯერებელია და ამიტომაც, სხვებს უნდა ეკისრათ თავის გამოჩენის ვალდებულება, რაც არ მოხდა.

ჩვენი საუბრიდან ნელ-ნელა იკვეთება ბრძოლისუნარიანობის პრობლემა.არგენტინელისა და კარიმის გარდა, ვერავის შეეტყო განსაკუთრებული ჟინი და თავდადებით თამაში, პირიქით, რიგ ეპიზოდებში, მაგალითად, როდესაც ტაბლოზე 3-2 ფიქსირდებოდა, იგივე რონალდუ, რატომღაც თავს იკავებდა სიტუაციის გამწვავებისგან და პასის უკან გაკეთებას ამჯობინებდა.

ამასთანავე, მინდა გავაკრიტიკო საყრდენი ნახევარმცველები, რომლებმაც უფერული თამაშით დაგვამახსოვრეს თავი.რასაკვირველია, ამ ეტაპზე „ბარსელონასთვის“ ცენტრის მოგება რთულია, რამეთუ „რეალი“ ჯერ კიდევ ბურთის დაჭერის სწავლის პროცესშია, მაგრამ ჩაბისა და ლუკას ნამდვილად მოეთხოვებოდათ უკეთესი თამაში.თითქოს, მათი სანაქებო პასები, მოძრაობები, თამაშის გამწვავების სურვილი და კიდევ ბევრი სხვა საფირმო ნიშანი, წინა თამაშებში დარჩა.აქედან გამომდინარე, რთულია დავადანაშაულოთ რამეში თავდამსხმელები, რამეთუ ცენტრის მოთამაშეები ბალანსის შეკვრას ვერ ახერხებდნენ.

განვლილმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პეპე-რამოსის ტანდემს, დაუძლეველობის სინდრომი დაკარგული აქვს.ისინი პერიოდულად უშვებდნენ, როგორც პოზიციურ, ასევე ინდივიდუალურ შეცდომებს, რაც ძვირად დაუჯდა გუნდს.შესაძლოა, ნეიმარის ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა ფიქსირდებოდა, მაგრამ რახან გვერდითმა რეფერიმ ალამი არ ასწია, ესეიგი უნდა გააგრძელო თამაში, როგორც მაღალი დონის ფეხბურთელს შეეფერება და ანალოგიური ტიპის მატჩებში, თუ ვიზავიმ ჩამოგიტოვა, უკეთესია გაუშვა, ვიდრე წყალში ჩაყარო თანაგუნდელების ნაღვაწი.სამწუხაროდ, რამოსმა კვლავ ვერ ისწავლა ჭკუა და მისი გაუაზრებელი ქმედებით, მორიგი ზიანი ჩაიწერა აქტივში.ამგვარი გადაცდომებით პორტუგალიელი არ გამოირჩევა, თუმცაღა მისი რეაქციები აშკარად შენელებულია, რაც დიდი რანგის დაპირისპირებებში, თვალნათლივად ჩანს ხოლმე.

წინ აპრილის „კლასიკოა,“ სადაც ურიგო არ იქნებოდა რაფა ვარანის გამწესება.რამოსის წითელის შემდეგ, ანჩელოტიმ ახალგაზრდა ფრანგი ჩართო საქმეში და ამ უკანასკნელმაც ძალზედ დამაჯერებლად გაატარა მისთვის განკუთვნილი წუთები.

რაც შეეხებათ განაპირა მცველებს, მარსელო ერთხელაც არ წასულა წინ და პროდუქტიულობით თავი არ გამოუჩენია, ხოლო კარვახალი, თავდაპირველი შეცდომის შემდეგ, ყურადღებით მოქმედებდა.

ჩემი აზრით, წაგებულ თამაშში, ანჩელოტის შავი სამუშაოს შემსრულებელი დააკლდა.რიგ ეპიზოდებში, კიდევ უფრო გამოიკვეთა ხედირას როლი და ფუნქციებ, რომელიც ერთ-ერთი წარმატებულაი პრესინგისა და მჭიდროდ თამაშის პირობებში.ნახევარმცველებიდან, მხოლოდ დი მარია შედიოდა უშეღავათო ბრძოლასა და კონტაქტში.ეს უკანასკნელი არ იზარებდა სირბილს და ყოველთვის ფეხზე „აჯდა“ მეტოქეს, რასაც ვერ ვიტყვით სხვა მადრიდისტაზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, „რეალს“ მაინც შეეძლო გამარჯვების მოპოვება, რომ არა 10 კაცით დარჩენა, თუმცა საფეხბურთო ღმერთმა, ბრძოლისუნარიანობის ცუდად გამოვლენის გამო, მადრიდელები დასაჯა.როდესაც შენი მოწინააღმდეგ „ბარსელონაა,“ 101 პროცენტით უნდა დაიხარჯო, რაც „თეთრების“ რიგებიდან მხოლოდ დი მარიამ თუ გააკეთა.

და ბოლოს, რომ არა „ბარსელონას“ იდეალურისაგან შორი კონდიციები, ასეთი თამაშით, მადრიდელებს ერთი გოლის გატანა გაუჭირდებოდათ.ფეხბურთი გუნდური სპორტია და საჭიროა თითოეული მოთამაშის მაქსიმალური ჩართულობა, მითუმეტეს ასეთ სტუმართან, რომლის კართანაც, თითქმის ყოველი იერიში დარტყმით სრულდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, თავდაჯერებულმა მადრიდელებმა, მოედანზე არათავდაჯერებული ფეხბურთი აჩვენეს.

პ.ს. საჭიროა სწორი ანალიზის გაკეთება, რამეთუ ჯერ არაფერი დასრულებულა.ჩემპიონობისათვის ბრძოლა გრძელდება.ადეკვატური აქცენტების დასმის შემთხვევაში, „რეალს“ წარმატების მიღწევის რეალური შანსი აქვს.ახლა მთავარია, ცივი შხაპის შემდეგ, გამოფხიზლება და არა ყველაფერის მსაჯებზე გადაბრალება, რომელთა შეცდომებმაც დიდად დააზარალეს „რეალი,“ თუმცა სანამ სხვას გააკრიტიკებ, უწინარეს ყოვლისა, შენმა შეცდომებმა უნდა დაგაინტერესოს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)