კაპელო : "დღესდღეობით "რეალი" "ბარსელონაზე" უკეთესია
სამეფო კლუბის ყოფილი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს განცხადებით, კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალისგან მონსტრი შექმნა, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების გზაზეა და წინ უამრავი წარმატებული სეზონი ელის...
"მერენგები ახლაც პროგრესირებენ, მინდა განვაცხადო, რომ იტალიელმა სპეციალისტმა იდეალური სქემა შეიმუშავა, რომელიც აშკარად ძალიან კარგად მოერგო სამეფო კლუბის ფილოსოფიას."
"რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვხედავთ სრულყოფილ "რეალს", რადგან ამ გუნდს ჯერ საკუთარი მაქსიმუმი არ უჩვენებია, მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ."
"დღესდღეობით მადრიდული გუნდი ტატა მარტინოს კოლექტივს აშკარად ჯობია. ვფიქრობ, დედაქალაქელებმა ყველა სათამაშო ასპექტი გააუმჯობესეს, ფეხბურთელების მხრივ კი "ბლანკოსში" პრობლემა არასდროს არ არის."
"უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება პორტუგალიურ-უელსურ და ბრაზილიურ-არგენტინულ დუეტს. ვფიქრობ, გამარჯვებული სწორედ ის გუნდი გახდება, რომლის შეტევის ხაზი უკეთესად იქნება მომზადებული კონკრეტული მატჩისთვის, რადგან ეს არის დაპირისპირება სადაც მინიმუმიდან მაქსიმუმი უნდა შექმნა. თუნდაც ერთი მომენტის განიავება შესაძლოა ძალიან ძვირად დაჯდეს."
"ხალხი ძალიან ლამაზ შეხვედრას იხილავს, რომელსაც დაძაბულობა მუდმივად თან სდევს. ფეხბურთის მოყვარულებს საკმაოდ საინტერესო საღამო გველოდება."
- 23 მარტი 2014
- 1588
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.