ფაბრეგასი : "ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ რეალს"

სესკ ფაბრეგასის განცხადებით, დღეს დიდებული ელ კლასიკო გაიმართება, რომლისგანაც მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს...


"ძალიან დაძაბულ და სანახაობრივ მატჩს ველი, ეს მართლაც საფეხბურთო ზეიმია. რეალისა და ბარსელონას თითოეულ შეხვედრას უდიდესი ინტერესი სდევს თან, ამ ორ გუნდს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ესპანეთის სახეს სწორედ "ბლანკოსი" და "ბლაუგრანა" წარმოადგენენ, ამით კი ყველაფერია ნათქვამი."

"კარლო ანჩელოტის გუნდს ძალიან კარგად ვიცნობთ, ჩვენ არაერთი დაპირისპირება გაგვიმართავს მათ წინააღმდეგ, თავის მხრივ არც დედაქალაქელები განიცდიან ჩვენი ფილოსოფიის არცოდნას."

"უშეღავათო ბრძოლებს ველი, მთავარი კი ის გახლავთ, რომ პაექრობამ ყოველგვარი ექსესის გარეშე ჩაიაროს."

"ჩვენი მიზანი რაღა თქმა უნდა 3 ქულის მოპოვება და კატალონიაში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნება გახლავთ, თუნცა ეს ძალიან რთული იქნება, რადგან რეალი ყველაფერს გააკეთებს ლიდერობის განსამტკიცებლად, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ დამარცხებამ შესაძლოა ჩემპიონობის შანსი დაგვაკარგინოს, ამიტომ ვეცდებით, რომ "მერენგებს" პირველივე წუთებიდან შევუტიოთ." dle 10.1

  • Hala
  • 23 მარტი 2014
  • 1455
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)