კარლო: "შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ"

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გაამრთა.


ვინ ითამაშებს: "ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან. კარიმმა ტრავმა მოიშუშა და თავს კარგად გრძნობს. ისკოსთან გვაქვს მცირე პრობლემა, მაგრამ მან ნორმალურად ივარჯიშა..."

ზეწოლა "ბარსაზე": "ორივე კლუბზე უდიდესი ზეწოლაა ასეთ თამაშებში. გვინდა ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. შემტევი ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ, ამავდროულად გვინდა, რომ დაცვამაც კარგად ითამაშოს... ისევე როგორც ამას სხვა შეხვედრებში ვაკეთებდით."

ინდივიდუალები: "გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის მარტო გადაწყვეტა, მაგრამ მთავარია გუნდური თამაში."

სასტარტო შემადგენლობა: "სასტარტო შემადგენლობა ის იქნება, როგორც ბოლო შეხვედრებში ვთამაშობდით."

ბეილი: "მას ქონდა საშუალება , რომ ეთამაშა პირველ თამაშშიც, მაგრამ შემდეგ პოზიციები შევცვალეთ დი მარიამ სხვაგან გადაიწია."

კრიშტიანო რონალდუ: "მას შემდეგ, რაც რონალდუსთან ერთად ვმუშაობ, მას მუდამ საუკეთესო დრო უდგას, ვინაიდან მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა."

ნეიმარი და მესი: "მათთან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ მარტო ინდივიდუალისტებში არ არის პრობლემა, მათი დაცვის და ნახევარდაცვის ხაზიც ძლიერია.

მოედნის ცენტრი: "ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არეა მინდორზე, რომლის წყალობითაც შეგიძლია თამაშის მოგება. არ ვაპირებთ მოედნის ცენტრის მეტოქისთვის დათმობას. მჯერა, რომ მოედნის ცენტრის მოგებით შეგვიძლია თამაშის მოგება.

ბეილიმა სპეციალური განრიგით ივარჯიშა: "არა, მან ჩვეულებრივ ივარჯიშა"

დიდი ხანია "ბარსა" არ დაგიმარცხებიათ: "ეს ისტორიაა. დროა "ბარსა" დავამარცხო. საბედნიეროდ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ "ბარსას" დამარცხების გამოცდილება. სწორედ ისინი დამემარებიან ამ სტატისტიკის გაუჯობესებაში."

სად დაარტყამთ "ბარსას": "ყველა გუნდს აქვს სუსტი წერტილები. დიდი გუნდების დასამარცხებლად მოედნის ყველა წერტილზე ბოლომდე ბრძოლაა თამაში. მათ დიდი სისტეები არ აქვთ. ჩვენ უბრალოდ ვეცდებით თამაში გავაკონტროლოთ."

სასტარტო შემადგენლობა ბოლო თამაშების მსგავსი იქნება: "დიახ. ცვლილებებს არ ვაპირებ" dle 10.1

  • shvela
  • 22 მარტი 2014
  • 3222
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)