მაშერანო: "რონალდუს შეჩერება ძალიან რთული იქნება"

"ბარსელონას" მცველმა, ხავიერ მაშერანომ კვირას გასამართ კლასიკოზე ისაუბრა..


"ბლაუგრანას" ცენტრალურმა მცველმა აღიარა, რომ კვირას გასამართ "ელ კლასიკოში" მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შეჩერება ძალიან რთული იქნება.

პორტუგალიელი წელს მოწოდების სიმაღლეზეა. ამ სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში რონალდუმ 41 გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე. მაშერანო ფიქრობს, რომ კრიშტიანუს ორმაგი და სამმაგი დაცვა სჭირდება, რადგან იგი უფრო შეზღუდონ.

"რონალდუ არის შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელმაც "ოქროს ბურთი" დამსახურებულად მოიპოვა. მას შეუძლია გაიტანოს გოლი სულ არაფრიდან. ეს მხოლოდ მსოფლიო კლასის ფეხბურთელებს შეუძლიათ."- განაცხადა არგენტინელმა.

"ჩვენ დიდი სამუშაო გველის მის წინააღმედგ. რონალდუ ძალზედ სწრაფია და მისი შეჩერბა გაგვიჭირდება. ვეცდებით მას სივრცე არ მივცეთ.იმედოვნებ, რომ ეს კვირა მისთვის საუკეთესო არ იქნება."

მაშერანომ ასევე ლეონელ მესიზე ისაუბრა..

"რეალსაც" დიდი საფრთხე ელის - ეს ლეო მესია. მესი ყოველდღიურად ფორმაში დგება და ემზადება შეხვედრისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა. იგი წინსვლას კიდევ განაგრძობს, 26 წელი პატარა ასაკია."- განაცხადა 29 წლის არგენტინელმა.

ინფორმაციის წყარო: Goal dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)