მადრიდელები შურისძიების მოლოდინში

როგორც ცნობილი გახდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების 1/4 ფინალში, „თეთრებს“ „ყვითლები“ ერგოთ მეტოქედ.


მადრიდელებს შესანიშნავი შანსი აქვთ, 2012/2013 წლების სეზონზე განცდილი სამარცხვინო მარცხი გამოისყიდონ და "ბორუსიას" თავზე თეთრი რისხვა დაატეხონ.
გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე, წინა სეზონშიც დაუპირისპირდნენ. "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართული დაპირისპირება, "ბლანკოსისთვის" შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. კლოპის დამოძღვრილმა გუნდმა, შეძლო და მადრიდულ გიგანტს 4 გოლი გაუტანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიეგო ლოპესის კარში ოთხივე გოლი, პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და "ლა დესიმას" მოგების შანსი მინიმუმამდე დაიყვანა.
საპასუხო მატჩი, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, რომლის დროსაც ჯერ არნახული ატმოსფერო სუფევდა საშინაო არენაზე და ქუჩებში. ასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქში საყვარელი კლუბის მხარდასაჭერად. უშუალოდ მაატჩის დღეს, საოცარი დახვედრა მოუწყვეს ფეხბურთელებს ფანებმა. სამწვრთნელო შტაბისა და მოთამაშეების თქმით, არასოდეს ენახათ ისეთი გარემო, როგორიც მადრიდში და კერძოდ "ბერნაებუს" მისადგომებთან სუფევდა.



მადრიდელთა თავგანწირვამ, მონდომებამ და მოგების სურვილმა მთელი მსოფლიო გააოცა. 190 წუთის მანძილზე, თამაშის სადავეები "რეალის" ფეხბურთელების ხელთ იყო, მაგრამ სათამაშო კულმინაციმ, ბოლო 10–15 წუთში მიაღწია, როდესაც ვეიდენფელერის კართან, მასირებული შტურმი და გაუთავებელი დარტყმები დაიწყო. "ბლანკოსის" თითოეული ფეხბურთელი, გერმანელების კარის მისადგომებთან იდგა და მაქსიმალურად ცდილობდა ხიფათის შექმნას, რამოსიდან დაწყებული, ვარანით დამთავრებული. ასეთ თავგანწირვას კარიმ ბენზემას გოლი და გამაყრუებელი ხმაური მოჰყვა ბერნაბეუზე. გოლის შემდეგ მადრიდელებმა ზეწოლა გაზარდეს და მალევე მეორე ბურთიც ვიხილეთ, რამოსის შესრულებით. სწორედ ამ მომენტიდან გაჩნდა იმედი იმისა, რომ მადრიდისტებს შეეძლოთ ფინალური საგზურის მოპოვება, მაგრამ დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და "სამეფო კლუბი" ასპარეზობას გამოეთიშა.


ზ/ხსენებული პაექრობების ჩათვლით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მადრიდელებისა და დორტმუნდელების გზები 8-ჯერ გადაიკვეთა, საიდანაც 3 "თეთრების“ გაამრჯვებით დასრულდა, 3 ყაიმით, ხოლო 2 შემთხვევაში "ყვითლებმა" იმარჯვეს.
ურთიერთშეხვედრები:
1997/98 წ.წ. სეზონი: „რეალი“ 2-0 „ბორუსია“, „ბორუსია“ 0-0 „რეალი
2002/03 წ.წ. სეზონი: „რეალი“ 2-1 „ბორუსია,“ „ბორუსია“ 1-1 „რეალი
2012/13 წ.წ. სეზონი: „ბორუსია“ 2-1 „რეალი,“ „რეალი“ 2-2 „ბორუსია,“ „ბორუსია“ 4-1 „რეალი,“ „რეალი“ 2-0 „ბორუსია.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)