BBC ვალდესს არ მოაწყენს

შესაძლოა ითქვას, „ბარსელონას“ პირველ ნომერს არ გაუმართლა, რამეთუ მის კარს საუკეთესო ფორმაში მყოფი ტრიო შეუტევს.


მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ჩატარებული „კლასიკოს“ შემდეგ, მადრიდელთა ბანაკში ბევრი რამ შეიცვალა.ანჩელოტიმ მისი ბიჭებისათვის იდეალური ტაქტიკა იპოვა და გუნდმაც შესანიშნავად დაიწყო ბურთის გორაობა.

„ნოუ კამპზე“ გამართულ ორთაბრძოლაში, ბენზემა სათადარიგო სკამზე დარჩა, ხოლო მისი ადგილი, რონალდუსთან და ბეილთან ერთად, დი მარიამ დაიკავა.კარლიტომ გარკვეულ ექსპერიმენტს მიმართ განვლილ კლასიკოში, თუმცა როგორც ვიცით, არ გაამართლა.ამას ემატება ისიც, რომ მაშინ, უელსელი შორს იყო სათანადო კონდიციებისაგან, ხოლო დი მარია არაშედეგიანობით გამოირჩეოდა.

საბედნიეროდ, იტალიელის სწორმა პოლიტიკამ, საშობაო არდადეგების შემდეგ სულ სხვა „რეალი“ დაგვიყენა თვალწინ, რაშიც უდედსი წვლილი, ფორმაში შესულ BBC-ს მიუძღვის, რომელთათავის გოლებისა და ასისტების გაკეთება ერთი სიამოვნებაა.

არსებული მომენტისათვის, ბეილის, ბენზემასა და რონალდუს ანგარიშზე 76 გოლი ირიცხება.აქედან, 41 პორტუგალიელი „ფერარის“ აქტივშია (პლიუს 13 გადაცემა), რომელიც საშუალოდ ყოველ 79 წუთში ამწუხრებს მეტოქეს, 21 ბურთს ფრანგი მოითვლის (პლიუს 8 გადაცემა და თავის გამოჩენა ყოველი 138 წუთის შემდეგ), ხოლო „ტოტენჰემის“ ყოფილი შემტევი, 14 გოლითა და 15 საგოლე პასით იწონებს თავს.

ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ კვირას ვალდესმა არ მოიწყინოს.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)