ნესტა : "დარწმუნებული ვარ კლასიკოს რეალი მოიგებს"

ლეგენდარული იტალიელი მცველის, ალესანდრო ნესტას განცხადებით, კარლო ანჩელოტიმ რეალი ფორმის პიკამდე მიიყვანა და ელ კლასიკოს გამარჯვებული სწორედ სამეფო კლუბი გახდება...


"ესპანეთის ჩემპიონატის ყურება დიდად არ მიზიდავს, თუმცა სამეფო კლუბის თამაშებს ვაკვირდები და თამამად მინდა განვაცხადო, რომ კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი, მან მადრიდული გრანდი ფორმის პიკამდე მიიყვანა და შესანიშნავი რეზულტატები აჩვენა."

"წინ სუპერ კლასიკო გველის, რომელსაც აუცილებლად ვუყურებ. ზოგადად, ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო გახლავთ. დარწმუნებული ვარ ბერნაბეუზე დედაქალაქელები იმარჯვებენ, რადგან ისინი ძალიან კარგად გამოდიან მწვანე მინდორზე და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ."

"ანჩელოტის დიდი რესრუსი აქვს, რომელსაც ზომიერად იყენებს, ის არცერთ ფეხბურთელს არ ტოვებს უყურადღებოდ, რაც დიდი პლუსი გახლავთ, მთელი გუნდი მობილიზებული და მოტივირებულია."

"რეალი ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, ამ გუნდს დაცვითი ტაქტიკის არჩევა არასდროს მიაჩნდა პრიორიტეტულად, სწორედ ამიტომ ჰყავთ უამრავი გულშემატკივარი, ისინი ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს სთავაზობენ როგორც მოედანზე შეკრებილ, ასევე ტელევიზორთან მხდომ პუბლიკას. dle 10.1

  • Hala
  • 21 მარტი 2014
  • 2054
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)