ინიესტა: "მოგება გვესაჭიროება"

ანდრეს ინიესტა ჟურნალისტებს გაესაუბრა.


მიმოსილვა: "გუნდი მოუთმენლად ელის თამაშს. ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ გათამაშების ლიდერს ვუპირისპირდებით და ვეცდებით, რომ მოვიგოთ. გვინდა ბოლომდე ვიბრძოლოთ ლიგის მოსაგებად და ამისთვის ლიდერთან, რაც შეიძლება ახლოს უნდა ვიყოთ."

ფავორიტი: "ფავორიტს ვერ გეტყვით, არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, შეიძლება მათ სურთ, რომ ან ერთმა ან მეორე კლუბმა მოიგოს, მაგრამ არ მჯერა, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ან ჩვენ ან მეტოქე ამ მატჩს ადვილად მოიგებს. მე არ მჯერა ასეთი ხალხის. გვქონდა ცუდი დღეები, ისევე როგორც სხვა ნებისმიერს შეიძლება ქონოდა, მაგრამ წლიდან წლამდე ამ კლუბმა პატივისცემა დაიმსახურა. არავინ არ ფიქრობს, რომ "მადრიდის რეალი" ჩვენ ადვილად დაგვამარცხებს. ჩვენ ვეცდებით საკუთარი თამაში ვაჩვენოთ, მაყურებელს ვასიამოვნოთ და ლიგის გათამაშებას დროზე ადრე არ გამოვეთიშოთ."

უფრო მეტი ზეწოლა: "ეს ყოველთვის ასეა. "ბერნაბეუზე" მუდამ არსებობს ზეწოლა. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მაქსიმუმი გავიღოთ."

"მადრიდის რეალი": "ძნელია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ითამაშებს "მადრიდის რეალი". აირჩევს თუ არა ის ბურთის კონტროლს, თუ პირიქით. "ბერნაბეუ" იდეალურ მატჩს მოითხოვს. ჩვენ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, თუ არა, მაშინ ცუდი დღე გვიწერია. მოგებისთვის უნდა ვითამაშოთ. არამგონია ისინი ჩემზე იყვნენ დაგეშილები. მე მხოლოდ და მხოლოდ მსიამოვნებს, რომ საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მიწევს თამაში. რაც წარსულში ხდებოდა, ეს მორჩა და დასრულდა."

მოდრიჩი: "ის საინტერესო და დიდებული ფეხბურთელია. სავსებით ლოგიკური და ნორმალურია, რომ სწორედ ის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი "მადრიდის რეალში"." dle 10.1

  • shvela
  • 20 მარტი 2014
  • 2690
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)