ბეილი ალბას წინააღმდეგ

გარეთ ბეილს და ხორდი ალბას ერთმანეთის წინააღმდეგ "კლასიკოში" არასდროს უთამაშიათ.


გარეთ ბეილს და ხორდი ალბას ერთმანეთის წინააღმდეგ "კლასიკოში" არასდროს უთამაშიათ, რადგან ლა ლიგის პირველ ტურში, "კამპ ნოუზე" ალბამ ტრავმის გამო თამაში ვერ შეძლო. არ დაგვავიწყდეს, რომ "ბარსასთან" წინა დაპირისპირებაში ანჩელოტიმ ბეილი ფორვარდად დააყენა, ხოლო დი მარია მარჯვნივ.

მას შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის სქემა შეცვალა. იტალიელმა ყველა ფეხბურთელს მოუნახა ადგილი, მათ შორის უელსელსაც, რომელიც მარჯვენა ფლანგზე გვევლინება.

ტრავმებმა ესპანელი მარცხენა მცველი საგრძნობლად წაწია უკან. ის ახლა აღარაა ისეთი აქტიური და უშეცდომო, როგორც გასულ სეზონში იყო.

კვირას მსოფლიო ბეილისა და ალბას დუელს იხილავს. გარეთმა ბოლო დროს საოცარი პროგრესი განიცადა, რამაც შესაძლოა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშოს მომავალ მატჩში. დუელი იქნება 2 ძალიან სწრაფ ფეხბურთელს შორის. ბეილი ყველანაირად ეცდება, რომ "ბლაუგრანას" დაცვა შეავიწროვოს.

თავის მხრივ, ალბაც ეცდება ბეილის მაქსიმალურად განეიტრალებას, რადგან "რეალის" 11 ნომერს თუ თავისუფლება მიეცა, ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის კატალონიური კლუბის დაცვას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)