ლოპესი: "იკერი მსოფლიოში საუკეთესოა"

დიეგო ლოპესმა ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში ვიზიტისას კლასიკოზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა


-როცა "ვილიარეალში" იყავით თქვენ უფრო მეგობრული და გახსნილი ჩანდით. ეხლა ვატყობ , რომ შეიცვალეთ...

არა , ეს ასე არ არის. მე ისევ ის ვარ. ვცდილობ, რომ არ შევიცვალო.

- გწყინთ ის, რასაც თქვენზე ლაპარაკობენ?

არა, ვინაიდან ვცდილობ საკუთარი საქმე ვაკეთო. მე ამ კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელი ვარ და არანაირი პრობლემა არ მაქვს პრესასთან.

- გრძნობთ, რომ გიტევენ და გებრძვიან?

არა, მართლა. მე უბრალოდ ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო, ვიყო ფეხბურთელი, ვიყო მეკარე და მართლაც ვაფასებ ნებისმიერი ჟურნალისტის საქმიანობას.

- ფიქრობთ, რომ პრესა თქვენს მიმართ არასწორად იქცევა?

არა, ვინაიდან აქ მოსვლის შემდეგ მართლა ვგრძნობ სიყვარულს. ძალიან ბედნიერი ვარ. გამოწვევებს რა თქმა უნდა ვგრძნობ და სულაც არ ვფიქრობ, რომ პრესა უსამართლოა ჩემს მიმართ.

- გახსოვთ "კალდერონზე" გაბის მიერ თქვენს კარში გატანილი გოლი?

არა, ის იმდღესვე დავივიწყე, ვინაიდან მე მარტო ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. ვფიქრობ მომავალ შეხვედრაზე და ვცდილობ მაქსიმალურად მოვემზადო.

- ეს კლასიკოს კვირაა, მაგრამ რატომღაც ძალიან დიდი სიმშვიდეა, რაც კლასიკოსთვის ბოლო პერიოდში არ იყო დამახასიათებელი?

კლასიკო კარს მოგვადგა. ესაა თამაში, რომლითაც უნდა ისიამოვნო, რომლითაც უნდა იცხოვრო და რომელიც უნდა მოიგო.

- სპეციალური მომზადება ხომ არ გაგივლიათ და განსაკუთრებულად ხომ არ ემზადებით კლასიკოსთვის?

არა, როგორც მორიგი თამაშისთვის. წინ რამოდენიმე დღე კიდევ გვაქვს... მწვრთნელი აკეთებს მეტოქის თამაშის ანალიზს და იცის, თუ რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც შემდეგ ვარჯიშებზე ჩვენ გვიზიარებს. ეხლა ფეხბურთში ყველაფერი ბოლომდეა შესწავლილი.

- და სახლში გაძლევთ დავალებებს?

გარდა იმისა, თუ რა დავალებებს მაძლევს მწვრთნელი, ვარჯიშის შემდეგ ვცდილობ მე თვითონ დამატებით შევისწავლო და ვიცოდე მეტოქე. მოწინააღმდეგის თამაშების ჩანაწერს ვნახულობ, ვაკვიდები მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს და ვსწავლობ მათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოედანზე არის მომენტები, როცა შენი შესწავლილი ფეხბურთელი რაღაც არაორდინალურს აკეთებს, რისთვისაც მზად უნდა იყო.

- "ბერნაბეუზე" თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მესი მიდის თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან... რა ხდება ამ დროს შენს თავს?

კარგით, ამაზე არ მიფიქრია და იმედია ასეთი რამ არ მოხდება. ასეთ თამაშებში ისე ხარ კონცენტრირებული, რომ არაფერი არ გესმის. ვერ ხედავ რა ხდება ირგვლივ. მხოლოდ ბურთი და მეტოქე. მე ყოველთვის ვცდილობ გამოვიყენო ჩემი იარაღები, როცა ვიცი, თუ რას წარმოადგენს დამრტყმელი, მაგრამ ზოგჯერ ისე არ ხდება, როგორც მე მინდა.

- როგორ ღებულობს შენი ოჯახი შენს კრიტიკას?

ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია. გამიმართლა, რომ მყავს ქალი, რომელიც ძალიან მეხმარება და ყველაფერში გვერდში მიდგას. ჩემი ოჯახი , ჩემი სიძლიერეა. ეს ნამდვილი საჩუქარია.

- წარმოიდგენდით, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა, როცა მეორედ მოხვედით "მადრიდის რეალში"?

მე მოვედი იმ აზრით, რომ დიდებული შანსი მომეცა. ვიცოდი, რომ ურთულესი იყო აქ თავის დამკვიდრება, ვინაიდან ძირითადი მეკარე იკერი იყო, მაგრამ მე შანსი მომეცა.

- რა მოხდა "სევილიაში"?

არ მინდა ამაზე დიდი ფიქრი. ბოდიშს ვიხდი გულშემატკივრების წინაშე, რომლებიც ვერ მივახვედრე, რომ იმ კლუბში წარმატების მიღწევა მინდოდა და ყველაფერს ვაკეთებდი. მე იქ "ვიალიარეალიდან" მივედი, ფსიქოლოგიურად გატეხილი ვიყავი. ვფიქრობ, საქმეები კარგად არ მიმდიოდა. პატიოსნად უნდა ვაღიარო, რომ "სევილიაში" ცუდად ვთამაშობდი.

- ვფიქრობ , პრესისგან ძალიან გულნატკენი ხართ...

არა, ვცდილობ ჩემი საქმე ვაკეთო... თუ ოდესმე პრესას ჩემგან უგრძვნია, რომ მე ვუტევდი, მინდა ვუთხრა მათ, რომ მათ წინააღმდეგ არასდროს არაფერი არ გამიკეთებია...

-იკერთან კარგი ურთიერთობა გაქვს?

მქონდა და ეხლაც მაქვს კარგი ურთიერთობა...ადრე ჩვენ ერთად ვვახშმობდით და ვსვამდით, ვინაიდან მაშინ 20 წლისანი ვიყავით... ახლა საკუთარი ოჯახები გვყავს და სხვა სიტუაციაა...მე უდიდეს პატივს ვცემ იკერს და ქედს ვიხრი მის წინაშე. ასე იყო მუდამ და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის.

- იკერის სიტუაციას თუ იგებთ?

იკერს ჩემზე არასდროს ცუდი რამე არ დასცდენია, ისევე როგორც მე მასზე... ძალიან ბევრ რამეზე ვსაუბრობთ და ეს ნორმალურია, მაგრამ არასდროს არ გვისაუბრია ჩვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ის მუდამ კარგად მღებულობდა. ძალიან თბილი და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.

- გაბი და მისი გოლი "კალდერონზე"...

მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და ვიზიარებ მას. ძალიან გვიან შევამჩნიე დარტყმული და უკვე დრო არ მქონდა რეაგირებისთვის. მე თამაშის მორჩენისთანავე პირველი მივვარდი სახლში და ვნახე განმეორება და ჩემი დასკვნებიც გავაკეთე.

- სიტუაცია უკვე გარკვეულია: შენ ლა ლიგაში ითამაშებ, იკერი თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე... რა მოხდება, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპისკენ მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ იკერ დააყენოს ლა ლიგის მატჩებში?

რა უნდა მოხდეს? ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იქნება და მე მას პატივს ვცემ. თუ ეს კლუბის სასიკეთოდ იქნება მიმართული, მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

- გაქვთ სურვილი, რომ კარიერა "მადრიდის რეალში" დაასრულოთ?

ჩემი მიზანია, რომ "მადრიდის რეალში" გავაგრძელო ასპარეზობა, ბრძოლა ჩემთვის ყველაზე კარგი რამეა, ეს მიზნის მიღწევაში მეხმარება. "მადრიდის რეალზე" უკეთესი კლუბი მსოფლიოში არ არსებობს. მე ძალიან ბედნიერი ვარ.

- გასახდელში მოუს არყოფნაში სიტუაცია შეცვლილია?

ადამიანები შეიცვალნენ. მოუ და ანჩელოტი განსხვავებული პიროვნებები არიან, შესაბამისად სიტუაციაც განსხვავებულია...მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დიდებული დამოკიდებულება არსებობს.

- თქვენი აზრით, თუ თქვენ დარჩებით, იკერი წავა?

არ ვიცი, იკერი რას ამბობს. მე ვიცი, რომ "მადრიდის რეალში" დარჩენა მსურს. მე აქ სათადარიგოსთვის არ გადმოვსულვარ. გადმოვედი იმიტომ, რომ კონკურენცია გავუწიო მსოფლიოში საუკეთესო მეკარეს და ვიბრძოლო სასტარტოსთვის. ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ აქ მოვსულიყავი და ბევრი შრომა მომიწევს "მადრიდის რეალში" დასარჩენად.

- საუკეთესო მეკარე მსოფლიოში

არ ვიცი, სხვადასხვა ფაქტორები არსებობს. ჩემთვის იკერი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

- ვფიქრობ, თქვენ ნაწილობრივ იმედგაცრუებული ხართ...

არა, მართლა არა. მესმის რას წარმოადგენს იკერი. ის "მადრიდის რეალის" ლეგენდაა. მე ეს მესმის.

- ანჩელოტი თუ მოუ?

ორივე მომწონს. მოუს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფრისთვის, მან მე საკუთარი თავის რწმენა გამიძლიერა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. ხოლო ანჩელოტი კი მე მენდობა და მასაც უდიდესი მადლობა. ისინი საუკეთესონი არიან მსოფლიოში. dle 10.1

  • shvela
  • 20 მარტი 2014
  • 2302
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)