მორატა გარჯით უკმაყოფილოა

გერმანელებთან მატჩის შესვენებაზე, გასახდელისკენ მიმავალი ახალგაზრდა თავდამსხმელი, ქომაგებმა სტვენით გააცილეს.


გამომდინარე იქედან, რომ ჩ/ლიგის მერვედფინალის განმეორებითი დაპირისპირება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ანჩელოტიმ მაქსიმალურად გადაახალისა შემადგენლობა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ.შესაბამისად, საწყისი წუთებიდან გამოჩნდა მორატა, რომელსაც დასამტკიცებელი და გამოსავლენი ნამდვილად ბევრი აქვს.

ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების საუკეთესო მეგოლემ, თამაში აქტიურად დაიწყო.ის ჩინებულად უგებდა თანაგუნდელებს და რიგ ეპიზოდში კარგ საფეხბურთო ინტელექტსაც ავლენდა.გულშემატკივრები რამდენჯერმე მისი ფინტებითაც მოიხიბლნენ და ოვაციები არ დაიშურეს კანტერანოსის მიმართ.ალბათ, ეს გასაკვირი არცაა, რამეთუ მადრიდისტებს განსაკუთრებით უყვართ აკადემიის მოთამაშეები და ყოველთვის მათ გვერდით არიან.

ვფიქრობ, ალვარო თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახდებოდა, რომ არა განიავებული ეპიზოდები.ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ თავად მორატასაც არ შეექმნა საგოლე მომენტები.1-2 ეპიზოდში, ფორვარდმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა, რამაც იგივე ქომაგების აშფოთება გამოიწვია.

ცხადია, პიროვნულად არავის აქვს პრობლემა მორატასთან.პუბლიკაც მყისიერად იმიტომ რეაგირებს ფეხბურთელის უიღბლობაზე, რომ მათ უკეთესი წინახაზელის ხილვა სურთ.მან მაგალითი უნდა აიღოს ხესესგან და უფრო მეტი იმუშავოს, რათა შანსი ხელიდან არ გაუშვას.

მართალია, თამაშის ბოლოსკენ მორამაც გამოიჩინა თავი, მაგრამ ზემოდ ხსენებულის გამო, გოლის აღნიშვნისგან თავი შეიკავა, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მონდომებასა და მისწრაფებას.აღნიშნული ჟესტით, მოთამაშემ სრულად გაანალიზა დაშვებული შეცდომები და უკეთესი მომავლის იმედი დაგვიტოვა „თეთრებს.“

„მინდორს ღიმილიანი სახით ვერ დავტოვებ, რამეთუ მეტის გატანაც შემეძლო“ - დასძინა ნამატჩევს ალვარომ, რომელსაც თავდაუზოგავი ვარჯიში მართებს, რათა ამომავალი ვარსკვლავის (ხესეს) არყოფნაში, შეავსოს მისი დანაკლისი.


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (194)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)