ნაჩო & კაზემირო: „„ბარსელონასთან“ მხოლოდ 3 ქულა“

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ფორმალურ მატჩში, მწვრთნელმა ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.ნაჩო ფერნანდესი საწყისი წუთებიდან აგორებდა ბურთს, ხოლო ბრაზილიელი კაზემირო შესვენებაზე შემოვიდა ჩაბის ნაცვლად.


ნაჩო: „კმაყოფილნი ვართ გამარჯვებით, თუმცა ხესეს ამბავმა ყველას დაგვწყვიტა გული.იმედია, მალე დაბრუნდება.“

„როდესაც „ბერნაბეუზე“ გამოვდივარ, თავს ბედნიერად ვგრძნობ.რა თქმა უნდა, სრულ მზადყოფნაში ვარ და ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი მიმითითებს.“

„მეოთხედფინალში საუკეთესო კლუბები გადიან.მნიშვნელობა არ აქვს ვის შევხვდებით.“

„ჩემპიონობისათვის ბრძოლაში „კლასიკო“ გადამწყვეტი არ იქნება, თუმცა მხოლოდ 3 ქულაზე ვფიქრობთ.“

კაზემირო: „ხედირას შემდეგ, ხესეს დაუდგა მძიმე მომენტი.შეიძლება ითქვას, გუნდმა მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა, თუმცა თავდაუზოგავ შრომას ვუსურვებ როდიგესს, რათა მალე დაგვიბრუნდეს.“

„ყველანი „ბარსელონაზე“ ვფიქრობთ.რა თქმა უნდა, მოგების შემთხვევაში ჩემპიონობა განაღდებული არ გვექნება, თუმცა დიდ ნაბიჯს გადავგამთ წინ.რაც შეეხება ლიგის კენჭისყრას, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ვიბრძოლებთ.“

„ბედნიერად ვგრძნობ თავს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, საუკეთესო თანაგუნდელების გვერდით.პატივს ვცემ დამრიგებლის გადაწყვეტილებას.იმის თქმა შემიძლია, რომ უნდა ვიმუშავო, ვიმუშავო და ვიმუშავო.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)