მატჩამდე ერთი დღით ადრე...

ბევრისთვის საყვარელი სტატისტიკური მაჩვენებლები. პრესის ყურადღება და შოუ "კამპ ნოუზე". რამდენიმე ინფორმაცია კლასიკოსთან დაკავშირებით.


ბენზემა– იბრაგიმოვიჩი: თამაშგარე სიტუაციის მოყვარულთა დუელი.

კარიმ ბენზემა და ზლატან იბრაგიმოვიჩი ამ ზაფხულს შეუერთდნენ შესაბამისად "მადრიდის რეალსა" და "ბარსელონას". მათ მაშნვე მოირგეს კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალის სტატუსი. ფრანგისა და შვედი ფორვარდის დუელი "კამპ ნოუს" მოედანზე ძალიან საინტერესო იქნება. ის, რომ მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ გოლის გატანისა ჩანს ერთ არც თუ ისე ყურადღების მიმქცევ სტატისტიკაში: ბენზემა და იბრაგიმოვიჩი იკავებენ პირველ ადგილებს თამაშგარე სიტუაციებში მოხვედრის სიხშირის მიხედვით. სხვათაშორის, იბრაგიმოვიჩი მეშვიდე ადგილზეა კარში დარტყმების მაჩვენებლის მიხედვით (32), მაშინ როცა ბენზემამ ლა ლიგაში მეტოქის კარის მიმართულებით მხოლოდ 28–ჯერ დაარტყა.

ლა ლიგის მიხედვით თამაშგარე სიტუაციაში მოხვედრის სიხშირე

1. კარიმ ბენზემა ("მადრიდის რეალი") - 21
2. ზლატან იბრაგიმოვიჩი ("ბარსელონა") - 20
3. ხუან მატა ("ვალენსია") - 19
4. ტჩიტე ("რასინგი") - 15
5. დავიდ ვილია ("ვალენსია") - 15
6. ივან ალონსო ("ესპანიოლი") - 14
7. დიეგო კოშტა ("ვალიადოლიდი") - 14
8. კალუ უჩე ("ალმერია") - 13
9. ნინო ("ტენერიფე") - 13
10. არისმენდი ("სარაგოსა") - 13

700–ზე მეტი ჟურნალისტი მსოფლიოს 22 ქვეყნიდან გააშუქებს კლასიკოს

კლასიკო "ბარსელონასა" და "მადრიდის რეალის" მონაწილეობით მართლაც რომ მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ექცევა. კლასიკოს დროს მსოფლიოს უმარველს ქვეყანაში ფეხბურთის მოყვარულთა მზერა მხოლოდ ერთი რამისკენაა მიპყრობილი, ამჯერად ეს "კამპ ნოუ" იქნება. მოლოდინის გრძნობას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ამ ზაფხულში დიდი რაოდენობით თანხები დაიხარჯა ტრანსფერებზე და კლუბები საკმაოდ გაძიერდნენ. 711 ჟურნალისტი მსოფლიოს 22 ქვეყნიდან გააშუქებს "კამპ ნოუზე" გასამართ შეხვედრას, მათ შორის იქნებიან კომენტატორები, ფოტოგრაფები, რედაქტორები, ოპერატორები და ტექნიკური პერსონალი. თამაშის გაშუქების აკრედიტაცია გავლილ 158 გამომცემლობას, ტელეარხებსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს შორის არიან რუსეთის, აშშ–ს, ჩინეთის, ბრაზილიის, ნორვეგიის, კატარის და ა.შ. მოქალაქეები. უფრო მეტიც "ბარსელონას" მოუწია უარი ეთქვა 100–მდე დამატებითი აკრედიტაციის გაცემაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრესისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილი სტადიონზე აღარ იყო.


წყარო: sport.es
dle 10.1

  • shvela
  • 28 ნოემბერი 2009
  • 4022
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)