„გალათასარაი“ 74-85 „რეალი“

მორიგი ტური გაიმართა, ევროლიგის ტოპ 16-ის „ეფ“ ჯგუფში.


სამეფო კლუბის კალათბურთელები სტამბულს სტუმრობდნენ, სადაც ფეხბურთელების მსგავსად, „გალათასარაი“ დაამარცხეს - 74:85.თავდაპირველად, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თურქები კონკურენციას გაუწევდნენ „თეთრებს,“ თუმცა პირველი მეოთხედიდან მიყოლებული, სტუმრები აკონტროლებდნენ პარკეტზე მიმდინარე მოვლენებს.აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში არ გამოჩენილა ქართველი გამთამაშებელი, მანუჩარ მარკოიშვილი.

მადრიდელთა რიგებში 4 მოთამაშემ მოახერხა 10 და მეტი ქულის მოგროვება, ხოლო საუკეთესოს წოდება, ნიკოლა მიროტიჩს ერგო.ამ უკანასკნელმა 18 ქულა ჩაიწერა აქტივში.მისი დომინირება როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფარზე, თვალნათლივი იყო.

ამრიგად, მეცხრე სათამაშო დღის შემდეგ, „რეალი“ მეორე პოზიციას იკავებს ჯგუფში.წინ მოსკოვის „ცეესკაა,“ რომელიც მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს ესპანელებს.

შემდეგ მატჩს, ლასოს ბიჭები გერმანიაში, „ბაიერნთან“ გამართავენ, სადაც გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, გაინაღდებენ ფლეი-ოფის საგზურს.

მადრიდელთა მონაგარი: ლული (7 ქულა), რუდი (14), დარდენი (7), მიროტიჩი (18) ბურუსისი (13); რეიესი (6), მარტინი (-), სლოტერი (2), სერხიო როდრიგესი (13), მეხრი (-), დიესი (5) და ბარეირო (-). dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)