რონალდოს წარმატების სჯერა

კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან ელ კლასიკოზე ისაუბრა...


მზად ხართ კამპ ნოუზე სათამაშოდ?

მე ვფიქრობ, რომ ნორმალურ სათამაშო ფორმაში ვარ და შემიძლია დავეხმარო ჩემს გუნდს.

რას გვეტყვით გასული სეზონის კლასიკოზე?

არ მიყვარს წარსულზე საუბარი, მთავარი აწმყოა. დიდად არ მაღელვებს გასული კლასიკო, რადგან აქ არ ვყოფილვარ და არ შემეძლო გუნდის დახმარება. დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია "ბარსელონას" დამარცხება.

პელეგრინის მიმართ კრიტიკა კიდევ არსებობს?

დიახ ისმის, იმიტომ, რომ იგი სულ სიმართლეს ამბობს... ბევრ ადამიანს კი ტყუილი ურჩევნია ოღონდ თავი კარგად იგრძნოს, რაც საჭიროა უნდა ითქვას. მომავალი შეხვედრა კამპ ნოუზე გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძლედება პელეგრინიზე საუბარი, რადგან იგი უდიდეს კლუბს უდგას სათავეში.

თქვენ გუნდის ლიდერი ხართ და ალბათ ფავორიტადაც თვლით თავს...


მე ყოველთვის ვიძახი, რომ არც ერთ შეხვედრაში არ არსებობს ფავორიტი... ორივე გუნდი ძალიან ამბიციური და ძლიერია, მე ვერ გამოვყობ რომელია ძლიერი, "რეალიც" და "ბარსაც" ფავორიტები არიან. უძლიერესი მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ ამის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეშინოდეს. კატალონიელები კარგად თამაშობენ, მაგრამ გამარჯვება ნამდვილად შეგვიძლია.

რონალდოს წარმატების სჯერა

თქვენზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ხომ?

ჩვენ ვლიდერობთ ორ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე... ეს ჩვენ ძლიერებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მე არ ვფიქრობ, რომ გუნდი ჩემზეა დამოკიდებული. ჩვენ კარგი კლუბი გვყავს და შეგვიძლია ბევრი გოლის გატანა მეტოქეთა კარში. მე თანაგუნდელებს ყველანაირად დავეხმარები.

მძიმე ტრავმის შემდეგ ალბათ ძალიან მოტივირებული იქნებით...


შევეცდები დრო საფუძვლიანად გამოვიყენო. მე ადრეც მქონია ასეთ ტრავმა, როდესაც ინგლისში ვთამაშობდი, მაშინ შემეძლო გავმხდარიყავი პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ იღბალმა მიმტყუნა. რა თქმა უნდა ძალიან მოტივირებული ვარ, განსაკუთრებულ კონცენტრაციას კვირის თამაშზე ვაკეთებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ "რეალს" ჩემს გარეშეც შეუძლია გამარჯვება, მაგრამ თამაში ძალიან მინდა...

გითამაშიათ კლასიკოს მსგავს შეხვედრაში?


"ბარსელონას" წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია, კარგი გუნდია, მათთან დაპირისპირება რთულია... ელ კლასიკო არც ერთ სხვა თამაშს არ ჰგავს, ეს ყველაზე მეტ ემოციას იწვევს მაყურებელში და ფეხბურთელებში...

რა უნდა გააკეთოს "რეალმა" თამაში, რომ მოიგოს?

კარგად უნდა მოვემზადოთ და "ბარსელონაზე" მეტი გოლი შევაგდოთ.
რონალდოს წარმატების სჯერა

ალბათ ყველაფერს გააკეთებთ მოსაგებად...

რა თმქა უნდა. ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება, "ბარსელონას" სტილი შეტევითია, ასევე ჩვენიც, მაგრამ უნდა ვაჯობოთ წინა ხაზში. გოლის გატანის მინიმალური შანსები 100%–ით უნდა გამოვიყენოთ და ნებისმიერ მომენტში სარგებელი ვნახოთ.

შეიძლება მესიმ ვერ ითამაშოს, ისევე როგორც თქვენ...

ლიონელ მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ კატალონიელები მის გარეშეც კარგად გამოიყურებიან, მათ რამოდენიმე დღის წინ "ინტერი" უპრობლემოდ დაამრაცხეს. გუნდის წარმატების საწინდარი არგენტინელი ფეხბურთელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უძლიერეს მეტოქესთან მოგვიწევს ჭიდილი.

რას გვეტყვით თქვენსა და მესის შორის პერსონალურ ბრძოლაზე საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად?

დამარცხება არ მესიამოვნება... რა თქმა უნდა გმარჯვება მწყურია.
რონალდოს წარმატების სჯერა


კარგად მოერგეთ მადრიდულ სტილს?


დიახ, კარგად მოვერგე მადრიდს, მაგრამ ელ კლასიკომდე კარგად ვერ მძინავს... იმ თამაშში თუ გავიმარჯვებთ, უკვე ტკბილად დამეძინება. მე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ, მარცხი გულშიც არ მინდა გავივლო.

რამდენი გოლის გატანა შეგიძლიათ კვირას?

ათი ან ოცი... არ ვიცი რამდენ გოლს გავიტან, ან საერთოდ თუ მომეცა შანსი ბურთის გატანის.

მანჩესტერი–ლივერპულივით დაძაბული თამაში იქნება არა?


სუპერ კლასიკო ყველასგან განსხვავებულია... ვერც ერთი თამაში ვერ დგას კლასიკოზე მაღლა დაძაბულობით.

ბენზემას კარგად უგებთ შეტევაში?

დიახ, ძალიან კარგად. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნებაა... მას შეუძლია ისეთი გადაცემა მომცეს, როგორიც მე მჭირდება იმ სათამაშო მომენტში.

ვის იცნობთ "ბარსელონელებს", ხავის, ინიესტას მესის...


არავის, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ადამიანები არიან.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 27 ნოემბერი 2009
  • 3834
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)