ვენგერი: "რეალი უფრო სახიფათო მეტოქეა ვიდრე ბაიერნი"

არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან ჩემპიონთ ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა.


"გასულ წელს ბაიერნი ბრწყინვალედ ასპარეზობდა, განსაკუთრებით შექებას რიბერი და რობენი იმსახურებენ, რომლებმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს. მიმდინარე გათამაშებაშიც მიუნხენელები შესანიშნავად გამოიყურებიან, რაც მათ წარმატებულ სერიაზეც აისახა, მიუხედავად ამისა ისინი ისეთი ძლიერები არ არიან როგორც შარშან იყვნენ. მაგალითად ავიღოთ არსენალთან შეხვედრა. ჩვენ თითქმის მთელი მატჩი 10 კაცით ვითამაშეთ და ჩემპიონთ ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა მაინცდამაინც ბევრი მომენტი ვერ შექმნეს ჩვენს კართან."

"რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფავორიტს, ეს მადრიდის რეალია. ბლანკოსი სხვა გუნდებზე მინიმუმ ნახევარი თავით მაღლა დგას. მინდა აღვნიშნო, რომ სამეფო კლუბი ყველა სათამაშო რგოლში თანაბრად ძლიერია და ევროპაში ყველაზე დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვოებს." dle 10.1

  • SunSay
  • 5 მარტი 2014
  • 2403
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)