ანჩელოტი: "ჩვენ უნდა ვითამაშოთ სიმამაცით, "ატლეტიკოს" დასამარცხებლად"

ანჩელოტი: "ჩვენ უნდა ვითამაშოთ სიმამაცით, "ატლეტიკოს" დასამარცხებლად"


იტალიელი მწვრთნელი დღეს მედიის წინაშე წარსდგა, რომელმაც მოახლოვებულ დერბიზე ისაუბრა...


"ეს იქნება ინტენსიური მატჩი ორ დიდ გუნდს შორის, რომლებიც ბრძოლობენ "ლა ლიგის" ტიტულისთვის", განაცხადა კარლო ანჩელოტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

"ეს იქნება ინტენსიური და რთული მატჩი, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ვითამაშოთ ჩვენი თამაში. "ატლეტიკოს" დასამარცხებლად ჩვენ უნდა ვითამაშოთ გაბედულად და ინდივიდუალურად. ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესოები, როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში. ეს ხანგრძლივი სეზონია და ამ მატჩით არაფერი არ გადაწყდება, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი."

"ზეწოლა ამ შეხვედრაში ნორმალურია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს "დერბია" და შემდეგ იმიტომ, რომ ორივე გუნდი "ლა ლიგის" ტიტულისთვის იბრძვის. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მას.
ჩვენ გვაქვს 3 ქულიანი უპირატესობა და შეიძლება ითქვას ფავორიტები ვართ, მაგრამ ისინი ასევე არიან ფავორიტები, რადგან მათი მთავარი უპირატესობა, მათი მოედანი და გულშემატკივრებია, რომლებიც მხურვალედ დაუჭერენ მხარს."

"რეალის" შესანიშნავი ფორმა.
"არ არსებობს კონკრეტული რეცეპტი. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ფრთხილად, რადგან შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს ძალიან სწრაფად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ უპირატესობა.

ჩვენ არვფიქრობთ "ტრიპლეტზე", რადგან ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს გასამართი წინ. ჩვენ გვაქვს ხვალ მნიშვნელოვანი "ლა ლიგის" თამაში ჩასატარებელი და არიქნება სწორი თუ ამ დროს, სხვა მატჩების მოგებაზეც ვიფიქრებთ."

სიმეონეს სამუშაო.
"მე ვფიქრობ, რომ ის ასრულებს ბრწყინვალე სამუშაოს, რადგან მისმა გუნდმა უკვე მოიგო ბევრი ტიტული მისი წყალობით".

"მე მყავს საკმაოდ პროფესიონალური შემადგენლობა, რომლებმაც იციან გუნდური სამუშაოს მნიშვნელობა".


სტატისტიკა არ მოქმედებს ასეთი სახის თამაშებზე. ჩვენ არ გვქონდა კარგი შედეგები გერმანიაში, მაგრამ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. სტატისტიკაზე დაყრდნობით არმითხრათ არაფერი, რადგან ხვალ იქნება განსხვავებული თამაში."

ცვლილებები დაცვაში.
"ვარანი კარგად არის, მაგრამ მე არ ვაპირებ ხვალ მის გამოყენებას. ხვალ მივიღებ გადაწყვეტილებას ვინ დავაყენო სასტარტოში. ყველა მოთამაშე თავს გრძნობს კარგად და სწორედ ეს არის მთავარი.
არბელოამ დაამტკიცა, რომ ის არის გუნდზე კარგად მორგებული და ყოველ თამაშზე ორიენტირებული. ის არის დიდი დაცვითი ფუნქციების მქონე მატარებელი და მან თუ ასე გააგრძელა, ის აუცილებლად გაემგზავრება მსოფლიოზე, მას ნამდვილად სურს მსოფლიოზე წასვლა."

ბეილის და ბენზემას ფორმა.
"ბეილი იწყებს დაბრუნებას, იგი ნამდვილად კარგად არის ფიზიკურად. მას შემდეგ, რაც მან დიდებული გოლი გაიტანა "ელჩესთან", ბეილმა ასევე კარგად ითამაშა "შალკეს" წინააღმდეგაც. მისი ნდობა იზრდება და ის ასევე კარგად ქმნის "კომბინაციებს" დანარჩენ თანაგუნდელებთან.

ბენზემა ინარჩუნებს სათამაშო ხარისხს. ფრანგს აქვს ფანტასტიური უნარი იპოვოს თავისუფალი ადგილი, ის არ არის მხოლოდ თავდამხსმელი, არამედ იგი ეხმარება გუნდს ბურთის ფლობის დაფიქსირებაში. იგი გრძნობს თავს კომფორტულად და იმედი მაქვს ისე განაგრძობს, როგორიც ახლა არის."

ჩაბი ალონსოს მნიშვნელობა.
"ჩაბის აქვს უნარი და ინტელექტი ითამაშოს ნებისმიერ სისტემაში, მისი პოზიცია მნიშვნელოვანია გუნდის ბალანსისათვის, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ყველა შემტევი კარგად თამაშობს პრესინგზე და კარგად ეხმარებიან გუნდს ბურთის ართმევაში."

ხედირას აღდგენითი პროცესი.
"ჩვენ განვიცდით ხედირას არარსებობას, რადგან იგი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლავთ გუნდისთვის. იგი მალე აღმოფხვრის ამ პრობლემას, უკვე დაიწყო სირბილი. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და 15-20 დღეში იგი დაბრუნდება მადრიდში და დაიწყებს მუშაობას გუნდთან ერთად. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი ითამაშბს სეზონის ბოლო ნაწილში, მის პოზიციაზე უკვე რამოდენი მაღალი დონის მოთამაშე ირიცხება კონკურენტად და ეს კიდევ უფრო ართულებს მის საქმეს."


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)