კურტუა : "დერბი ფინალის ტოლფასია"

ატლეტიკოს მეკარის, კურტუას განცხადებით მადრიდულ დერბის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იქნება სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პაექრობა, რომელიც ფინალის ტოლფასია...


"მუხლჩაუხრელად ვშრომობთ და ვიბრძვით იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყოთ და ხვალინდელ მატჩში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც მწვრთნელი დაგვავალებს, ამ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება."

"ჩემი აზრით ეს მატჩი გადაწყვეტს იმას გავხდებით თუ არა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონები, რადგან წაგების შემთხვევაში სხვაობა 6 ქულა იქნება, ჩემპიონატის დასრულებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება."

"რეალს დიდებული დაცვა ჰყავს, რომელიც ბოლო შეხვედრებში გაუვალია, მათ კარში გოლის გატანა ურთულესი საქმე გახლავთ, თუმცა არა შეუძლებელი, ასევე მინდა გამოვყო ლუკა მოდრიჩის თამაში, რომელიც მთელ ნახევარდაცვას აკონტროლებს და ბრწყინვალედ ანაწილებს ბურთს, ხორვარტი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი გახლავთ."

"მთელ ატლეტიკოს დიეგო კოშტას იმედი აქვს, რომელიც გუნდს ბრწყინვალედ არის მორგებული და თითქმის ყველა მატჩში ახერხებს მეტოქის კარის აღებას."

"ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ "ბლანკოსს" სივრცეები არ გავუთავისუფლოთ, ძალიან კარგად ვნახეთ თუ რა შედეგი მოუტანა შალკეს თამაშის გახსნამ, კარლოს გუნდთან თავქუდმოგლეჯილი შეტევაში წასვლა დამღუპველი გახლავთ."

"ჩვენსა და შალკეს შორის დიდი სხვაობაა. ვფიქრობ, ატლეტიკოს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რის საფუძველზეც თავისუფლად შემიძლია იმის თქმა, რომ გერმანელებს ვჯობივართ."

"ვერაფერს გეტყვით ანჩელოტის გადაწყვეტილების შესახებ, ყველა მწვრთნელს საკუთარი ფილოსიფია აქვს, თუმცა მე მაინც ვემხრობი იმ პოზიციას, რომ გოლკიპერთა როტაცია გუნდს საუკეთესო შედეგს არ მოუტანს." dle 10.1

  • Hala
  • 1 მარტი 2014
  • 1780
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)