რონალდუმ "ბარსელონა" უარით გაისტუმრა

რონალდუმ "ბარსელონა" უარით გაისტუმრა

კრიშტიანუ რონალდუს შეეძლო, "მანჩესტერ უნაიტედიდან" პირდაპირ მადრიდელთა მოსისხლე მტრების რიგებში გადასულიყო, როდესაც ფერგიუსონმა მას "ბარსელონა" ურჩია, მაგრამ მან "ბლანკოსი" აირჩია.


რონალდუ გუნდს 2009 წლის ზაფხულში შეუერთდა სარეკორდო თანხად, რომელიც 94 მილიონმა ევრომ შეადგინა და გახდა ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი. პორტუგალიელის სახით "ბერნაბეუმ" უდიდესი დამრტყმელი ძალა შეიძინა. რონალდუმ თავის საუკეთესოობა 2013 წელს დაამტკიცა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

"მადრიდის რეალის" ყოფილი პრეზიდენტი, რამონ კალდერონი აცხადებს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მოუწოდებდა რონალდუს, კლუბის დატოვების შემთხვევაში, კატალონიაში წასულიყო. ეს მისთვის უფრო ხეირიანი იქნებოდა, მაგრამ პორტუგალიელმა უარი განაცხადა.

"ბარსელონა მაშინ ევროპულ სარბიელზე პირველი იყო, მაგრამ რონალდუმ უარი განაცხადა და თქვა – "მე არცერთ გუნდშიარ გადავალ, რეალის გარდა."


სწორედ პორტუგალიელის გადაწყვეტილებით მიიღო მანჩესტერმა 80 მილიონი ფუნტი, "რეალმა" უდიდესი ფეხბურთელი, ხოლო თავად პორტუგალიელმა საყვარელ კლუბში გადასვლის ბედნიერება. კალდერონმა განაცხადა, რომ მხოლოდ 3–4 კლუბი არსებობს ისეთი, რომელსაც რონალდუს სურვილების და ამბიციების ასრულება შეუძლია.

"რონალდუს, ამბიციები და დიდებისკენ სწრაფვა დაეხმარა იმაში, რომ გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღესაა. იგი ყოველთვის საუკეთესობისთვის და პირველობისთვის იბრძვის. ცოტაა ისეთი კლუბი, რომელსაც რონალდუს მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია."




წყარო: Goal.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)