რატომ დატოვა რაულმა გუნდი?

რატომ დატოვა რაულმა გუნდი?


სპეციალური რეპორტაჟი


ბენ ჰაივორდი | | ესანეთის საფეხბურთო მწერალი.


ერთ–ერთი უბედნიერესი მომენტი მადრიდისტების ცხოვრებაში, გახლდათ 2008 წელი, როდესაც გონსალეს ბლანკომ, იკერ კასილასთან ერთად, ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს და ფაქტიურად გადაწყვიტა, რომ იგი კარიერას "რეალში" დაამთავრებდა, მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა.

2010 წელი, პერიოდი, როდესაც "ბარსელონა" პეპ გუარდიოლასთან ერთად, სათამაშო ხარისხის პიკში იყო და ევროპულ საფეხბურთო კლუბებს, შიშის ზარს სცემდა. სწორედ ამ დროს ჩაალაგა შვიდიანმა ჩემოდანში ბარგი და დამძიმებული გულით "შალკეს" შეუერთდა.

მისი უკანასკენლი მადრიდული სეზონის დროს, დაიხარჯა 94 მილიონი ევრო, მოიხსნა სატრანსფერო რეკორდი და კლუბს, კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდა, რომელმაც 9 ნომრიანი მაისური მოირგო.

რაულმა მადრიდული კარიერა "ლა რომალედაზე" დაასრულა, სტადიონზე სადაც მისი დებიუტი შედგა, თეთრების რიგებში, სარაგოსას წინააღმდეგ. მაშინ ის 17 წლის და 125 დღის იყო.

რატომ დატოვა რაულმა გუნდი?


ჟოზე მოურინიომ, რომელიც პელეგრინის ნაცვლად მოვიდა გუნდში, პირველი ვარჯიშის და ლეგენდის გაცნობის შემდეგ, ხმამაღლა განაცხადა: "მე რეალის ისტორიის ნაწილი არ ვარ, მაგრამ რაული არის და მე მას პატივი უნდა ვცე."
ამ სიტყვებით მურინიოს სურდა, რომ ესპანელის გული მოეგო და დარჩენაში დაერწმუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, მატერაცის სიტუაციისგან განსხვავებით, რომელიც "ინტერში" კარიერის გაგრძლებაზე დაიყოლია.

ელ კაპიტანოსა და ფლორენტინო პერესისის ურთიერთობა, არასოდეს ყოფილა თბილი და მეგობრული. მადრიდელთა მცირე ნაწილი ამბობდა, რომ პერესს არ უყვარდა ფეხბურთელები, რომლებიც თავად ფლორენტინოს მოყვანილები არ გახლდნენ გუნდში და ყველასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. კაპიტანსა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაძაბულობას, რაულის სათმაშო დროის შემცირებაც მოყვა, რაც მოურინიომ შემდეგი სიტყვებით ახსნა. "ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და არა სხვა პიროვნების."

ზოგიერთი ევროპული გრანდი, დაინტერესებული იყო რაულის გადაბირებით, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "შალკე" აირჩია. "მე ვგრძნობდი, რომ ყველაზ მეტად მათ ვუნდოდი" – განაცხადა გონსალესმა. რაული ცდილობდა, მაგალითი მისი თანმოაზრეებისგან აეღო, მათ შორის პეპ გუარდიოლასა(2001 წელს "ბარსელონადან" "ბრესიაში" გადავიდა) და ფერნანდო იეროსგან(2003 წელს "რეალიდან" ჯერ ყატარში,ხოლო შემდეგ 2004 წელს ბოლტონში გადავიდა), რომლებმაც თავი აარიდეს დიდ გუნდებს, გუნდებს, რომლებიც ზეწოლით, დაძაბულობით და კრიტიკით იყო სავსე. რაულმაც რაღაც მსგავსი აირჩია და "შალკეში" ამოყო თავი.

16 წლის განმავლობაში, დიადმა ლიდერმა უდიდესი ზეწოლა განიცადა "რეალში". ნახა ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, მოიგო მრავალი ტიტული. როგორც ჩანს, იგი ამ ყველაფერმა დაღალა და გადაწყვიტა დაესვენა, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და დრო დაეთმო საკუთარი ცოლის და 5 შვილისთვის.

"მე გული მტკივა, რადგან ჩემს უსაყვარლეს კლუბს ვტოვებ. "შალკე" ჩემთვის ახალი თავგადასავალია. დროა ახალი შეგრძნენები განვიცადო, "რეალთან" დაშორებით."

მოურინიო იძულებული გახდა, გუნდში მოეყვანა კარიმ ბენზემა, რომელსაც რაულის და ტრავმირებული გონსალო იგუაინის ადგილი უნდა დაეკავებინა. კლუბმა ასევე იყიდა ემანუელ ადებაიორი სესხით.

ბოლო თამაში კაპიტანმა "ბერნაბეუზე" გასულ ზაფხულს ჩაატარა. იგი 45 წუთის განმავლობაში იცავდა "რეალის" ღირსებას და გოლის გატანაც მოახერხა. სწორედ ეს მატჩი იყო, რაულ გონსალეს ბლანკოს უკანასკენლი ნაბიჯები, "ბერნაბეუს" მწვანე მინდორზე, ფეხბურთელის რანგში. "სანტიაგო ბერნაბუზე" ჯერ არნახული ატმოსფერო სუფევდა. გულშემატკივრებმა შესანისნავი პერფორმანსი შექმნეს, ლეგენდარული კაპიტნისთვის. ისინი მთელი თამაშის გნმავლობაში ყვიროდნენ და აგრნობინებდენ ბლანკოს, თუ რაოდენ უყვარდათ. გონსალესი "მადრიდის რეალის" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, როგორც ყველა დროის საუკეთესო კაპიტანი, იგი მადრიდიტების გულებში სამარადისოდ დარჩება და მადრიდიზმის გამოვლინების სათანადო მაგალითი იქნება.
ის იყო კაპიტანი, რომელიც გახლდათ ესპანეთის და მადრიდის რეალის საფეხბურთო ხატი. ფეხბურეთლი, რომელსაც განურჩევლად სხვა გუნდის ფანისა, ყველა პატივს სცემდა და მისი თეთრი ბალეტით ტკბებოდა. გონსალესის წასვლა, ისტორიის მანძილზე ყველაზე უბედური დღე იყო მადრიდისტებისთვის. იგი ყოველთვის დარჩება თეთრების გულებში, როგორც "ლეგენდარული თეთრი კაპიტანი!" dle 10.1

  • nick2010
  • 28 თებერვალი 2014
  • 4765
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)