ანჩელოტი: "ნამდვილ რამოსს თქვენ ახლა ხედავთ"

"ეს არის ნამდვილი სერხიო რამოსი და არა ის, ვისაც თქვენ ნოემბერში და დეკემბერში უყურებდით"-განაცხადა კარლო ანჩელოტიმ "Canal +" -თან ინტერვიუში


ჩემპიონატი: "ძალიან საინტერესო ლიგაა, სადაც ძალიან ბევრი რამ ხდება. აქ არის სამი საკმაოდ ძლიერი და მებრძოლი გუნდი. ეს გასაოცარია, ვინაიდან მეგონა, რომ მხოლოდ "ბარსელონა" და "მადრდის რეალი" იბრძოდნენ ტიტულისთვის, მაგრამ "მადრიდის ატლეტიკოც" ბრწყინვალე სამშაოს ასრულებს. ასევე დონე საკმაოდ მაღალია. 60 ქულა აქ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პირველ ადგილზე იყო."

"მადრიდის რეალი": "მე ეს წარმომედგინა, როგორც დიდი კლუბი უდიდესი ისტორიით და უდიდესი სახელით. ასევე ზეწოლით, რომელიც ამ კლუბში მუშაობისას მუდამ არსებობს. აქ სამი მხრიდან ზეწოლა გვხვდება: პრესა, კლუბი და ფეხბურთელები. რომლებიც არ თამაშობენ. ეს უკანასკნელი ყველაზე რთული ზეწოლაა, რომლის გადალახვაც გვიწევს, ვინაიდან მათთან ყოველდღე ვმუშაობთ. პირველი ორი მათგანი კი უფრო იოლად გადასატანია."

ყოველდღიური ურთიერთობა: "აუცილებელია ყველა ფეხბურთელთან გქონდეს ურთიერთობა, უნდა გესმოდეს მათი, აანალიზებდე მათ ხასიათს. მე მაქვს ფეხბურთის ჩემებური იდეა და მე მას საკუთარი ფეხბურთელების ხასიათზე დაფუძნებით ვნერგავ და ვაშენებ. მე ეს იდეა მათი ხასიათის გათვალისწინებით მიმაქვს ფეხბურთელებამდე და შემდეგ უკვე მათ გააქვთ მოედანზე. როცა ურთიერთობა კარგია, შედეგიც საუკეთესოა."

შეხამება: "ჩემი სისტემა მდგომარეობს იმაში, რომ ფეხბურთელებმა მაქსიმალურად თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნონ თავი. სისტემა იცვლებოდა და შეიძლება მომავალშიც შეიცვალოს სეზონის მიმდინარეობისას, ვინაიდან ჩვენ გვყავს ხაბიც და ილარამენდიც. ფეხბურთელები არ გრძნობენ თავს კომფორტულად არა იმიტომ, რომ მე ვამჩნევ ამას, არამედ იმიტომ, რომ ისინი მოდიან და მეუბნებიან ამას."

ვარჯიშები: "როგორც ფეხბურთელს, ზოგჯერ არ მიყვარდა ვარჯიში. ახლა უკვე სხვანაირადაა ყველაფერი, როგორც ტექნიკური, ასევე ტაქტიკური და ფიზიკური თვალსაზრისით."

მშვიდობისმყოფელი: "კლუბმა პრობლემა უნდა მოაგვაროს რაც შეიძლება სწრაფად. მე ხასიათი ბავშვობიდან მოყოლებული მიყალიბდება და მისი ადვილად შეცვლა შეუძლებელია. არსებობს ორი გზა ჩემს გასაბრაზებლად: ერთი მათგანი თავში გადის, ვინაიდან ადამიანი უნდა ფიქრობდეს, ხოლო მეორე კი გულში, რომელიც ყველაზე ეფექტურია. ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რაც შენს ხასიათში არ არის. მე ამის გაკეთება მხოლოდ იტალიურად შემიძლია."

ბალანსი: "ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ფეხბურთში. დაცვის თამაშს არ ჭირდება კრეატიულობა და ტექნიკა. ამის გამოსწორება შეიძლება ძალიან სწრაფად და ჩვენ ეს გავაკეთეთ , არამარტო სისტემის ცვლილებით, არამედ ფეხბურთელებმა გაიგეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბურთის სწრაფად დაბრუნება. ნამდვილ სერხიო რამოსს თქვენ დღეს ხედავთ. ის, ვინც ნოემბერში და დეკემბერში გამოდიოდა მოედანზე არ იყო სერხიო რამოსი. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ დაცვის ხაზის თამაშის გაუჯობესებაზე."

ისკო და ხესე: "ძალიან ბევრი თამაშია წინ და ვერ შეგპირდებით, რომ ეს ფეხბურთელები ყველა მათგანში მიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. ხესე მზადაა, გააქვს გოლები და აკეთებს საგოლე გადაცემებს. გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთანაა. ეს ბიჭი მუდამ კონცენტრირებულია და ბევრს მუშაობს. ვერ გააკონტროლებ იმას, თუ რას იტყვიან გარეთ. მას ბევრი მისაბაძი მაგალითი ყავს აქ. იქნება თუ არა ის მსოფლიოზე? ყველა გაოცებული იყო, როცა პაოლო როსი წაიყვანეს მსოფლიოზე."

გადამწყვეტი დერბი: "ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის."

მარტინო: "მე ის მომწონს, ის კარგ სამუშაოს ასრულებს. მისი ხასიათი ჩემსას გავს, არ ვეძებთ პრობლემებს. არ არის ადვილი სამუშაო, ვინაიდან კლუბს თავისი ხაზი აქვს და მისი მუშაობაც შედეგს იძლევა."

მეათის მოლოდინი: "ეს ყველასთვის მოტივაციაა, ფეხბურთელებისთვის, ჩემთვის..."

კასილასი სეზონის მიწურულისკენ: "ძალიან ბევრი დრო დავხარჯე სიტუაციის ახსნისთვის. დიეგო ლოპესი ლა ლიგაში თამაშობს, იკერი თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე. როცა ჩვენი ჩემპიონთა ლიგის ბედი ან ლა ლიგის ბედი გაირკვევა, მაშინ შეიძლება იკერმა ითამაშოს იმისთვის, რომ უკეთ მომზადებული შევხვდეთ სეზონის ფინალურ ეტაპს. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ჯერ ფინალში გასვლაა საჭირო. ეს სავსებით ნორმალური გადაწყვეტილება იყო, როცა ორი უდიდესი დონის მეკარე გყავს..."

ზიდანი: "ორი ასისტენტი მყავს, კლემენტე და ზიდანი, რომლებთან ერთადაც ვგეგმავთ სავარჯიშო განრიგს და ტაქტიკებს. ზიზუ უფრო მეტად ახალგაზრდებზეა კონცენტრირებული ხესეზე, ვარანეზე, ბენზემზე..." dle 10.1

  • shvela
  • 27 თებერვალი 2014
  • 3738
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)