სიგიჟე მსოფლიო პრესაში

მსოფლიო პრესა გაგიჟებულია "მადრიდის რეალის" იდეალური თამაშით. "უკან ამორტყმული პანჩური" - წერენ სხვადასხვა პრესის წარმომადგენლები


L'Equipe: "მადრიდის რეალი" ნამდვილი საჩუქარია: "რონალდუ დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და გერმანული მხარე დააჩოქა. "თეთრები" გახდნენ პირველი კლუბი, რომელსაც გერმანიაში ერვოთასების ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში ექვსი გოლი აქვთ გატანილი. "წმინდა იკერმა" გადამწყვეტი როლი ითამაშა. "BBC" ბრწყინვალე ტრიო, ბრწყინვალე შეტევა, ბრწყინვალე კლუბი. ეხლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ მოემზადონ კვირის დერბისთვის "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ."

Bild: "პანჩური "მადრიდის რეალისგან": "შალკე" რომ იცოდე, ეს სირცხვილია. "პსჟ"-სთან "ლივერკუზენის" 0:4 ნარცხის შემდეგ, ვფიქრობდით, რომ ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო. შევცდით! "შალკემ" გამანადგურებელი მარცხი იწვნია. "მადრიდის რეალმა" მიწაზე დააბრუნდა გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგაში ბოლო დროს სიტუაცია გამოისწორა. ბეილი-ბენზემა-რონალდუს ტრიომ კი წინა ხაზზე გლობალური ჯიჰადი მოუწყო მეტოქეს."

Olé: "ყველაფერი გადაწყვეტილია" : "2014 წელს დაუმარცხებელმა "მადრიდის რეალმა" დაძლია გერმანული უიღბლობა და გერმანელები მათსავე მოედანზე დააჩოქა. მათ "შალკე" კომფორტული ანგარიშით 6:1 დაამარცხეს და ფეხითა და ნახევრით უკვე მეოთხედფინალში არიან. ერთადერთი გოლი გერმანელების მხრიდან კლაას იან ჰუნტელაარმა გაიტანა."

BBC: "ბეილი, ბენზემა, რონალდუს დუბლებმა "მადრიდის რეალს" ბრწყინვალე გამარჯვება მოაპოვებინა. მეათე ევროპული ტიტულის ძიების გზაზე თავდასხმის წინა ხაზი ბრწყინვალე ტრიოს ქმნის. წინა ხაზი, რომელის საკმაოდ ბევრი ფულის გადახდითაა შექმნილი. "შალკე" ბუნდესლიგაში ბოლო დროს აღზევებას განიცდის, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს , როგორც ჩანს მადრიდული გიგანტისთვის. ზედიზედ 32 შეხვედრაში გატანილი გოლი "თეთრების" ანგარიშზე."

Mirror: "BBC2 ბეილი , ბენზემა და რონალდუმ ორჯერ დაარბიეს "შალე" და "მადრიდის რეალს" თავისი ადგილი მიუჩინეს მეოთხედფინალში."

El País: "დიდებული მადრიდი გერმანიაში": "გერმანული წყევლა და უიღბლობა "მადრიდის რეალმა" ბრწყინვალედ მსროლელი თოფებით გაანადგურა. ბენზემა, რონალდუ, ბეილი ეს იდეალური ტრიოა."

მსოფლიო სპორტი: "პირველი ინგლისური გოლი და 1/4-ფინალისტი “რეალი” : "თურქული კლუბისგან განსხვავებით, ნამდვილად უიმედო მდგომარეობაშია “შალკე”. გელზენკირხენელებმა, საკუთარ კედლებში, “რეალთან” 1:6 წააგეს და მათი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მხოლოდ ფორმალობაა." dle 10.1

  • shvela
  • 27 თებერვალი 2014
  • 5539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)