ანჩელოტი: "იმედი მაქვს დერბიშიც ანალოგიურად ვითამაშებთ"

კარლო ანჩელოტიმ თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


სიხარული: "ყველაფრით გახარებული ვარ, ვინაიდან დღეს დიდებულად ვითამაშეთ. ჩემი ფეხბურთელები გუნდურად თამაშობდნენ. ეს ფანტასტიკური იყო. ჩვენთვის ყველაფერი კარგად დამთავრდა."

BBC-ის აღიარება: "სამივე მათგანი ბრწყინვალე იყო შეტევაში, მაგრამ თანაგუნდელებმაც ბევრი გააკეთეს მათთვის. ეს სამეული ყველაზე სახიფათოა."

სიმშვიდე განმეორებითი შეხვედრის წინ: "აუცილებელია, რომ მოწინააღმდეგე გუნდს პატივი ვცეთ. წინ განმეორებითი შეხვედრაა, ხოლო ფეხბურთში კი საოცრებები ხდება ხოლმე. დიდი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ თამაში აუციელებელია."

დერბი: "მთლიანი შემადგენლობა კარგადაა მომზადებული და გადაღლილი ფეხბურთელები არ გვყავს. შეიძლება ცვლილებები განვახორციელო, მაგრამ არ არის ადვილი ვინმეს შეცვლა, როცა კარგად თამაშობ. იმედი მაქვს, დერბიშიც დღევანდელ თამაშს გავიმეორებთ."

გერმანული წყევლა: "არ გვიფიქრია გერმანულ წყევლაზე, უბრალოდ ვცდილობდით, რომ გვეთამაშა და მოგვეგო და რაც შეიძლება მალე გადაგვეწყვიტა ყველაფერი."

იკერის მიერ დრაქსლერის დარტყმის მოგერიება: "ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო. ბრწყინვლე სეივი გააკეთა იკერმა. სწორედ ამის შემდეგ გავიტანეთ მეორე გოლი. იკერის იქ თამაში მართლა გადამწყვეტი გახლდათ."

გულშემატკივრების დარწმუნება, რომ მოვიდნენ საგულშემატკივროდ განმეორებით შეხვედრაში: "მე მათთვის არაფრის თქმა არ მომიწევს. გულშემატკივრები მუდამ გვერდში უდგანან კლუბს. უნდა ვითამაშოთ მომდევნო შეხვედრა. პატივი უნდა ვცეთ გათამაშებას და "შალკეს". კარგად უნდა ვითამაშოთ."

ბენზემას შეფასება: "მან კარგად ითამაშა. დაკისრებული მოვალეობა კარგად შეასრულა, არამარტო იმიტომ, რომ გოლი გაიტანა. მოედანზე ბევრს მოძრაობდა და ბურთის ართმევასაც ცდილობდა. ის გადაცემებსაც აკეთებდა. სხვებმაც კარგად ითამაშეს. საერთო ჯამში, ფანტასტიკური თამაში იყო."

ბეილი: "ბეილმა ჩემი აზრით ამ სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მე ამ შეფასებას ვეთანხმები. ის ეხლა უფრო თავდაჯერებულია."

კრიშტიანოს თამაში: "მე არ გამკვირვებია მისი ასე თამაში. მე წინასწარ მქონდა იმედი, რომ ის ასე ითამაშებდა. მან ყველაფერი კარგად გააკეთა..." dle 10.1

  • shvela
  • 27 თებერვალი 2014
  • 2701
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)