უიღბლო გერმანია რონალდუსთვის

გერმანია რონალდუსთვის ნამდვილი უიღბლობის ქვეყანაა


კრიშტიანო რონალდუს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2003 წლის 1 ოქტომბერს შედგა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად. წითელი ეშმაკუნები "შტუტგარდს" ეთამაშებოდნენ გასვლაზე და 2:1 დამარცხდნენ.

ამის შემდეგ იყო 2006 წელი, როცა კრიშტიანო გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა უკვე პორტუგალიის ეროვნული ნაკრებით მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. გერმანელებმა 3:1 ანგარიშით ადვილად დაამარცხეს პორტუგალიელები და მესამე ადგილსაც დაეუფლნენ. კრიშტიანომ მოედანზე 90 წუთი გაატარა და გოლიც გაიტანა.

ორი წლის შემდეგ გერმანია და პორტუგალია კვლავ დაუპირისპირდნენ ოღონდ ამჯერად ევროჩემპიონატის ეგიდით. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია ამ თამაშში კარგად გამოიყურებოდა, გერმანელებმა მაინც იმარჯვეს ანგარიშით 3:2. რონალდუ ამჟამადაც 90 წუთის მანძილზე იყო მოედანზე და გოლის გატანაც მოახერხა.

2012 წელს უკვე ჩემპიონთა ლიგა აძლევს ფეხბურთელს საშუალებას, რომ ჯავრი იყაროს გერმანულ ფეხბურთზე, მაგრამ ეს ცდაც უშედეგო გამოდგა, ვინაიდან "მადრიდის რეალმა" კიდევ მარცხი იგემა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა შეძლო, მაგრამ გერმანული კლუბის გამძელობას ვერაფერი ვერ მოუხერხა.

იმავე წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. "მადრიდის რეალი" და "დორტმუნდის ბორისია" ხვდებიან ერთ ჯგუფში. რონალდუ ახერხებს გოლის გატანას, მაგრამ კოშმარული გერმანული უიღბლობა აქაც გრძელდება.

მიუხედავად ამისა, იმავე სეზონში ბედი კვლავ შეახვედრებს კრიშტიანო რონალდუს გერმანიასთან, ამჯერად უკვე კვლავ ნახევარფინალში, მაგრამ გერმანიაში "დორტმუნდის ბორუსია" 4:1 ანგარიშით იმარჯვებს, ხოლო "ბერნაბეუზე" კი "თეთრების" მიერ 2:0 ანგარიშით მეტოქის დამარცხება მხოლოდ გულის მოსახორებლად შეიძლება გამოიყენონ. გერმანია კვლავ გამარჯვებულია.

ასე რომ, კრიშტიანოს აქვს ყველანაირი მიზეზი იმისთვის , რომ რასაც ქვია შური იძიოს ამდენი უიღბლობის გამო და ცოტათი მაინც შეცვალოს სტატისტიკა. dle 10.1

  • shvela
  • 26 თებერვალი 2014
  • 2532
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)