ჩაბი: „გაჩერება არ გვინდა“

„შალკესთან“ მატჩამდე გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ჩაბი ალონსომაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.


„ჩვენი გზები პირველად გადაიკვეთა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე, „ლურჯებს“ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.ამასთანავე, მათ რიგებში ირიცხებიან ფეხბურთელები, რომლებიც მრავალი სეზონია ასპარეზობენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.ვფიქრობ, ქომაგებიხ მხურვალედ დაუჭერენ მხარს ადგილობრივებს, მაგრამ „რეალი“ სრული კონცენტრაციით გამოვა მწვანე მინდორზე და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, გამარჯვების მოპოვებას ეცდება.“

„არსებული მომენტისათვის, ჩვენ ირგვლივ პოზიტიურად ვითარდება მოვლენები.ესპანეთში პირველ საფეხურზე ვართ, „კოპაზე“ ფინალის საგზური მოვიპოვეთ, ხოლო ჩ/ლიგაზე ყველაფერი ახლა იწყება.ერთი სიტყვით, გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა და რა თქმა უნდა, გაჩერება მადრიდის ინტერესებში არ შედის.პირიქით, ვეცდებით კიდევ უფრო დავხვეწოთ თამაში და მიზნებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.“

„შეიძლება ითქვას, ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს.საბედნიეროდ, ტრავმა სრულად მოვიშუშე და გამოჯანმრთელების ეტაპიც წარმატებით დავასრულე.ჩემი თანაგუნდელებიც შესაშურ ფორმაში არიან.სეზონის ყველაზე რთულ ნაწილს, ბიჭები სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.“

„უსამართლო გადაწყვეტილების გამო, რონალდუს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა.ის ისეთივა, როგორიც ყოველთვის.„შალკესთან“ დაპირისპირებას, ყველანი ფოკუსირებული ვხვდებით.“

„შემადგენლობა თავდაჯერებულია.ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სეზონი ტიტულებით დავასრულოთ.“

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)