რაული: "გელზენკირხერში "შალკეს" ვუგულშემატკივრებ"

"შალკესა" და "მადრიდის რეალის" დაპირისპირება საკუთარი აზრი "თეთრების" ლეგენდა რაულმა გამოთქვა.


კენჭისყრა: "ერთადერთი, რაც ამ დროს თავში მომივიდა, არის ის, რომ მინდა თამაში."

რომელი გუნდი: "ეს ძალიან მარტივია: შალკე არენაზე, რა თქმა უნდა "შალკე", ხოლო "ბერნაბეუზე", კი უპირობოდ "მადრიდის რეალი". გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ძალიან რთული იქნება , რომელიმე ჩემი ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ თამაში. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ბედნიერი ვარ, თამაში არ მიწევს და მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი ვიქნები."

ვინ გინდა, რომ გავიდეს შემდეგ ეტაპზე: "ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი არ მაქვს. "მადრიდის რეალში" ბავშვობიდან ვარ, აქ ძალიან ბევრი წარმატებული გამოსვლა მქონდა და უდიდეს წარმატებებს მივაღწიე. ბრწყინვალე დრო იყო. "შალკეში" უფრო მცირე დრო ვიყავი, მაგრამ ის, რაც აქ ვიგრძენი, მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო იყო. არასდროს მიგვრძნია, რომ უცხო გარემოში ვიყავი, ისე ვიყავი, თითქოს ამ კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი. თამაშის ყურება კი საკმაოდ კომფორტული პოზიციიდან მიწევს."

რეკომენდაცია "შალკეს": "ყველა ფეხბურთელმა 120%-ი უნდა გაიღოს და თავიანთი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოავლინოს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მათ იღბალიც ჭირდებათ. როგორც მუდამ ვამბობ, თუ რამის მიღწევა გინდა, ეს საკუთარ სახლში უნდა გააკეთო, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში და იქ შედეგის დაფიქსირება ურთულესი იქნება."

მნიშვნელოვანი ფეხბურთელი: "მე ვფიქრობ, რომ ახალი რამის გამოგონება არაა აუცილებელი. ასეთი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდუ იქნება. ის თავისი კარიერის ზენიტშია და საოცრად თამაშობს ყველა შეხვედრაში. მისი თამაში და მონდომება შესაშურია. "მადრიდის რეალისთვის" ასევე უმნიშვნელოვანესია ხაბი ალონსო. ის ორკესტრის დირიჟორს გავს მოედნის ცენტრში. არიან სხვა ფეხბურთელებიც , ისეთები, როგორებიც არიან კასილასი და რამოსი.

თამაშზე დასწრება: "ეს ოცნებაა, მაგრამ მომდევნო დღეს თამაში მიწევს. საბედნიეროდ შემიძლია თამაში ტელევიზორში ვნახო. გამიმართლა, რომ გულშემატკივრის პოზიციიდან მიწევს თამაშის ყურება" (იცინის) dle 10.1

  • shvela
  • 24 თებერვალი 2014
  • 5009
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)