რაულის 7 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

რაულის 7 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი


ზეგ, ერთმანეთს რაულის ყოფილი კლუბები, "რეალი" და "შალკე" დაუპირისპირდებიან, ესპანელი ლეგენდა კი სტადიონზე იქნება, მატჩის საყურებლად.


რაულ გონსალეს ბლანკომ სამჯერ შეძლო, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოგება. იგი, 16 წლის მანძილზე იცავდა "სამეფო კლუბის" ღირსებას და ბერნაბეუს თეთრი ინჩადის ფავორიტი მოთამაშე გახლდათ. მან კლუბი 2010 წელს დატოვა, "შალკეში" გადაბარგდა და მადრიდისტების გულებიც დაამძიმა. "შალკესთან" ერთად მან 66 თამაშში, 28 გოლის გატანა მოახერხა. ბლანკომ გერმანიაში 2 წელი დაჰყო და "ალ საადში" გადავიდა.

რაული მადრიდის და ესპანეთის სული და გული, მათი განუყოფელი ნაწილი იყო. იგი გახლდათ ესპანეთის ნაკრების და ლეგენდარული "ლოს გალაქტიკოსის", ღირსეული კაპიტანი.

გთავაზობთ ლეგენდარული შვიდიანის, 7 საუკეთესო მომენტს.

1.რაულის პირველი გოლი, "რეალის" შემადგნლობაში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

ეს ამბავი ჰოლივუდის ფილმს გაქვს.
თავდაპირვლად, რაული 1990–1992 წლებში, "როხიბლანკოს" ფეხბურთელი იყო, მაგრამ მადრიდელთა ახალგაზრდული სისტემა განადგურდა და დაიხურა ხოლო გონსალესმა, თავი მოსისხლე მტრებთან, "მადრიდის რეალში" ამოჰყო. ალბათ სინანული შეხვდა ყველა იმ ფაქტს, რომ რაულმა თავის სადებიუტო გოლი, ყოფილ გუნდს გაუტანა. ის თამაში "თეთრებმა" 4–2 მოიგეს.

2.მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება.

რაულს, მეკარეების გამწარება ძალიან კარგად გამოსდიოდა. მისი საფირომ ხრიკი, ბურთის თავზე გადაგდება გახლდათ. იმ დროისთვის, ბექემი დიაგონალების სპეციალისტად მოიაზრებოდა, ზიდანი ბურთის კონტროლის და დამუშავების სპეციალისტად, ხოლო რაულს, ბურთის თავზე გადაგდების პროფესიონალად მოიხსენიებდნენ.


3. გოლი "მანჩესტერ უნაიტედთან"

რაულმა ათწლეულის მანძილზე დაიმკვიდრა თავი, როგორც ესპანეთის ფეხბურთის ხატი და ერთ–ერთი საუკეთესო შემტევი ევროპაში. 2000 წელს, მან საკუთარი სტატუსი გაამყარა და ყველას აჩვენა, რომ იგი ელიტარული ფეხბურთელი გახლდათ.

მან, მონაწილეობა მიიღო 1999/2000 წლების ჩემპიონთა ლიგის, მეოთხედფინალური ეტაპის, განმეორებით მატჩზე, "მანჩესტერ უნაიტედის" წინააღმდეგ, "ოლდ ტრაფორდზე", სადაც იგი გმირი გახდა. მან მატჩს წერტილი რედონდოს პასით და აუღელვებელი დარტყმით დაუსვა.

რაულის 7 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი





4.კოცნა ბეჭედზე

როგორც ზოგიერთ ფეხბურთელს, ასევე რაულსაც ჰქონდა, თავისებური გოლის აღნიშვნის ჟესტი. იგი, ყოველთვის კოცნიდა. მარჯვენა ხელის თითზე გაკეთებულ საქორწინო ბეჭედს.
ამით იგი ხალხს ამცნობდა, რომ იყო ოჯახის კაცი. მისი ასეთი ქმედებით ყველამ გაიგო, თუ რაოდენ ბედნიერად ცხოვრობდა რაული, მის სუპერმოდელ ცოლთან ერთად. წყვილი 1999 წლის ივლისში დაქორწინდა.

რაულის 7 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი



5.ალფრედო დი სტეფანოს რეკორდის დამხობა

2009 წელს, როდესაც ესპანელს ბრწყინვალე წლები ედგა, მიაღწია უდიდეს წარმატებას, გადაასწრო რა, ლეგენდარულ დი სტეფანოს გოლების რაოდენობით და "მადრიდის რეალის' საუკეთესო ბომბარადირი გახდა, მთლიანი ისტორიის მანძილზე.


6. სოლო გოლი, ვალენსიის წინააღმდეგ, 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
რაულის ცხოვრებაში, ბევრი ლამაზი და დასამახსოვრებელი გოლი ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი აღმოჩნდა, პარიზში.
შეტევაზე გადასულ "ვალენსიას", "რეალმა" კონტრიერიშით უპასუხა. რაულმა თითქმის ნახევარი მოედანი გაირბინა, საჯარიმოში შევიდა, მეკარე მოატყუა და ნელი დარტყმით, მატჩის საბოლოო გოლიც გაიტანა.(3–0)

center




7. "კამპ ნოუს" გაჩუმება

ყველაზე სანუკვარი და ლამაზი მოგონება, სრულიად მადრიდული სამყაროსთვის.
რაულმა თავისი უმაღლესი კლასი, ელ კლასიკოშიც გამოავლინა და ძირს დაწოლილ მეკარეს, ნელი დარტყმით გადაუგდო ბურთი. გოლი მან ყველასთვის კარგად ნაცნობი ჟესტით, ტუჩებზე თითი მიდებით არნიშნა, ჟესტით რომელსაც მდუმარე "კამ ნოუ" სევდიანი თვალით ადვენებდა.

რაულის 7 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი


dle 10.1

  • nick2010
  • 24 თებერვალი 2014
  • 4295
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)