"ანჩელოტის მივწერ, რომ ჩემს რეკორდს ხელი არ ახლოს"

ასე გამოეხმაურა ლეო ბერჰაკერი კარლო ანჩელოტის შეგირდების მიერ 26 მატჩიან წაუგებელ სერიას. შეგახსნებეთ, რომ ბერჰაკერს ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს , რომელიც 34 წაუგებელ მატჩს მოიცავს.


ანჩელოტის 26 მატჩიანი მოგება დაუგროვდა "მადრიდის რეალში" და ეს ნიშნავს , რომ...

(მაწყვეტინებს) რომ მე 34 მქონდა. ჯერჯერობით ეს მაინც საუკეთესოა, ასე არაა?

როგორც ჩანს, მახსოვრობას არ უჩივიხართ. გიყვართ სტატისტიკა?

არა, არასდროს არ ვიყავი ჩაციკლული ციფრებზე და რეკორდებზე. პრესა მიუმჯობესებს მე მეხსიერებას (იცინის)

როგორ გახდით მწვრთნელი?

თავიდან ფეხბურთელი ვიყავი , მაგრამ მერე ტრავმა მივიღე, რომელიც ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ მაძლევდა და ყველაფერი ასე დაიწყო. მწვრთნელობა 1967 წელს დავიწყე. თავიდან ასისტენტი მწვრთნელი ვიყავი , ამის შემდეგ ახალგაზრდულებში "ფეინოორდი", "აიაქსი", ხოლო 1979 წელს კი მქონდა საშუალება, რომ გავმხდარიყავი "აიაქსის" პირველი გუნდის მწვრთნელი.

რა ან ვინ იყო თქვენი შთაგონება?

რინუს მიჩელი... დიდებული ურთიერთობა გვქონდა, ვინაიდან ერთდროულად დავიწყეთ წვრთნა. მერე მე ვმუშაობდი მასთან ერთად ჰოლანდიაში... ის ჩემი მასწავლებელი იყო. ყველას ახსოვს მისი თამაში 74 წკუს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც ჩვენ 2:1 დავმარცხდით გერმანიასთან. ეს იყო ტოტალური ფეხბურთის რევოლუცია, მუდმივი პრესინგი...მას შემდეგ ის ჰოლანდიური ფეხბურთის მაგალითია.

მადრიდში მოსვლისას ცადეთ ამ მოდელის გამოყენება?

ერთია საფეხბურთო ფილოსოფია , ხოლო როცა უდიდესი ნიჭის ფეხბურთელები გყავს, უკვე სხვა საქმეა. ყოველთვის მიყვარდა 4-3-3, მაგრამ "მადრიდის რეალში" მუდამ 4-4-2 ფორმაციით ვთამაშობდი.

რატომ?

იმიტომ რომ ეს მორგებულიყო სანჩესსა და ბუტრას. ამ ორ დიდებულ ადამიანს... ყოველთვის პრაქტიკული ადამიანი ვიყავი და მაშინ ვთქვი: "ეს მათთვის დიდებული ფორმაციაა".

გახსოვთ როგორც დაიწყეთ 34 მატჩიანი წაუგებელი სერია?

ეს იყოს 1988-89 წელი, ჩემი მესამე სეზონი და მახსოვს რომ ის "ბარსელონასთან" სუპერ თასში დამარცხებით დაიწყო. ამის მეტი არ მახსოვს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასდროს მიყვარდა სტატისტიკა.

ფეხბურთელები თუ გახსოვთ?

რა თქმა უნდა. დიდებული გუნდი მყავდა. ბაზისი მაგ გუნდის მუდამ ერთი იყო, რამოდენიმე მცირე ცვლილებები ხდებოდა შიგადაშიგ. მაგ: შუსტერის მოსვლა ახალ სეზონში, მაგრამ მთავარი მაინც გალეგო, კამაჩო, გორდილო, მიჩელი, ბუტრაგენიო , უგო... იყვნენ. არ მახსოვს, რომ ოდესმე გველაპარაკოს წაუგებელ სერიაზე, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ მოგებები გვინდოდა. გუნდი ნამდვილი მანქანა იყო, რომელიც დიდი ხანია უკვე ერთად თამაშობდა. მაგრამ გარდა ამისა იყო რაღაც, რაც წარმატებას განაპირობებდა.

ამიხსენით

ეს იყო ამ გუნდის ხასიათი. ერთ რამეს გეტყვით. ეს მოხდა რეკორდის დამყარებამდე ერთი წლით ადრე. ვიგოში მივფქრინავდით სათამაშოდ, როცა გვითხრეს, რომ აეროპორტი დაკეტილი იყო. წავედით სან სებასტიანში, იქაც დაკეტილი დაგვხვდა, მერე ბილბაოში წავედით და იქაც დაკეტილი იყო. შაბათ საღამოს დავბრუნდით ცოტა დაგვიანებით. კლუბმა მატარებელი დაგვიქირავა ვიგოში წასასვლელად და სასტუმროში მომდევნო დღეს მივედით სადღაც 10 საათი იყო, ვჭამეთ და დავისვენეთ. ყველაფერი 5 საათზე მოხდა. კამაჩო გამოჩნდა და გვეუბნება: 'ამ თამაშისთვის მომზადება წარმოუდგენელია, ყველანი ძალიან დაღლილები ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს აქ არ უნდა წავაგოთ." საშინელი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ მაინც მოვიგეთ. ეს გუნდი მენტალურად და ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი იყო.

შეუძლია კარლოს მადრიდს რეკორდის დამხობა? არიან ისინი ძლიერები?

მე შემიძლია გითხრათ, რომ უდიდესი პატივია ამ გუნდის ისტორიად ყოფნა. არ ვცხოვრობ მათთან ერთად, მაგრამ ანჩელოტის ბრწყინვალე გუნდი ყავს, რომელსაც ნებისმიერი მიღწევის განმეორება და დამხობა შეუძლია. ფეხბურთი, რომელსაც ისინი აჩვენებენ, ძალიან მაღალი დონისაა. ყველაფერი კარგად მუშაობს და მე მიხარია. ისინი უკვე 26 თამაშია არ აგებენ, მაგრამ ვაპირებ ანჩელოტის წერილი მივწერო, შემდეგი შინაარსით: "ჰეი კარლო, შენ ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ ხელი არ ახლო თუ შეიძლება ჩემს რეკორდს!" (იცინის) dle 10.1

  • shvela
  • 24 თებერვალი 2014
  • 4056
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)