ანჩელოტი: "გამარჯვებით გახარებული ვარ"

კარლო ანჩელოტი "ელჩესთან" გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს გაესაუბრა.


"გახარებული ვარ, რადგან მშვიდად მოვიგეთ. თამაში შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო, თუმცა სეზონის ამ ეტაპზე უფრო სპეციფიურები უნდა ვიყოთ და ვიყავით კიდეც. ბედნიერი ვარ."

"მოდრიჩი რომ ყოფილიყო, უფრო მეტი შანსი გვექნებოდა. მაგრამ ილარამენდიმაც ძალიან კარგად ითამაშა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ვნახოთ, "შალკესთან" მარსელოს დავაყენებ თუ კოენტრაუს. ყველა ვარიანტში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საუკეთესო გუნდს დავაყენებ. ახლა ყველა მატჩი მნიშვნელოვანია."

"ბეილისთვის ძალიან კარგი მატჩი იყო. მან ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც უფრო თავდაჯერებულს გახდის. უელსელი გოლამდე კარგი იყო, მაგრამ გოლის შემდეგ ბევრად უკეთესი."

"რონალდუს სიტუაციით არავინ არაა გახარებული. არაა კარგი 3 მატჩის გამოტოვება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2 დღე ველოდით პასუხს, ის ითამაშებდა თუ არა. საბედნიეროდ, რონალდუს დანაკლისმა ჩვენზე არ იმოქმედა. სხვა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და მატჩიც მოვიგეთ."

"შეცვლაზე მორატა საკმაოდ კარგად შემოვიდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. მას რთული პერიოდი უდგას, ახლა გოლი ძალიან სჭირდება. ისკოს თამაში ნახევარდაცვაშიც შეუძლია და ცრუ ფორვარდადაც. მან დღეს კარგად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს იმ პოზიციაზე თამაშს, სადაც გუნდს უკეთ დაეხმარება. მას აქვს ამის შესაძლებლობები."

"ვარანისთვის არაა პრობლემა, მარცხნივ დადგება თუ მარჯვნივ, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვნივ უკეთ გამოიყურება ფრანგი. რაფას დიდი დრო გაუცდა, ამიტომ ჯერ თავდაჯერებულობა აკლია. ამისდა მიუხედავად, ის კარგად თამაშობდა და ისეთი შეცდომაც არ დაუშვია, რაც გუნდს ძვირად დაუჯდებოდა,"-განაცხადა ანჩელოტიმ.

წყარო dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)