ანჩელოტი: "ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ძირითადი"

გთავაზობთ კარლო ანჩელოტის წინასამატჩო პრესკონფერენციას.


"ჯერ არ ვიცი, როგორ გუნდს დავაყენებ, რადგან უნდა დაველოდოთ, რას გადაწყვეტს სადისციპლინო კომიტეტი რონალდუს წითელ ბარათთან დაკავშირებით. ისინი გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ. ილარა ლუკა მოდრიჩის მაგივრად ითამაშებს. როტაცია იქნება ცენტრალურ დაცვაშიც. რაფა ვარანი სერხიო რამოსის მაგივრად დადგება.

"არ ვიცი, რა მოხდება ლა ლიგის მორიგ ტურში. ჩვენ მხოლოდ "ელჩესთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ვეცდებით 3 ქულის აღებას და კარგი თამაშის გაგრძელებას. სეზონის ამ ეტაპზე ყველა მატჩი უმნიშვნელოვანესია. "ელჩე" არის გუნდი, რომელსაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. როგორც ყოველთვის, ჩვენ შანსების მაქსიმალურად გამოყენებას ვეცდებით, რათა მატჩი მოვიგოთ."

"არ ვფიქრობ, რომ რონალდუს დისკვალიფიკაცია ლოგიკურია. ეს უკვე რამდენჯერმე ვთქვი. ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებას იქამდე მიიღებენ, სანამ მე განაცხადს დავასახელებ. თუ მას თამაშის საშუალება ექნება, ითამაშებს და თუ არ მოუხსნეს დისკვალიფიკაცია, მის მაგივრად სხვა ითამაშებს."

"ვფიქრობ, მას დართავენ თამაშის ნებას, რადგან მას არ ეკუთვნის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო, რაც "ატლეტიკთან" გააკეთა. ვიმედოვნებ, ისინი გადაწყვეტილებას "ელჩესთან" მატჩის შემდეგ არ მიიღებენ, რადგან მაშინ უკვე ძალიან გვიანი იქნება.

"კარგად ივარჯიშეს ფეხბურთელებმა და ვცდილობ, გუნდმა საუკეთესო ფორმა განაგრძოს. ნორმალური ინტენსივობით ვივარჯიშეთ, რადგან კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ. ამდენი მატჩის შემდეგ, ფეხბურთელები მაინც კარგ ფორმაში არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი მომზადებულია. ამ თვეში ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი."

"ილარამენდიმ საგრძნობლად მოუმატა. ის ძალიან თავდაჯერებულია. ახალგაზრდა ბევრს სწავლობს ჩაბი ალონსოსგან. მან საგრძნობლად გააუმჯობესა თამაში, მას შემდეგ, რაც აქ გადმოვიდა. მისთვის ალონსოს პოზიციაზე თამაში უკეთესია, მაგრამ ბოლო მატჩებში მან დაამტკიცა, რომ ჩაბისთან ერთად თამაშიც შეუძლია, ეს კი ბევრს ნიშნავს."

"დღეს ვითამაშებთ თუ ხვალ ეს ბევრს არაფერს არ ცვლის. საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ლა ლიგის მატჩის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე სრული ძალებით ვითამაშოთ. ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ ამჟამად ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ახლა მხოლოდ ლა ლიგის მორიგ ტურზე ვართ კონცენტრირებულნი. "ელჩესთან" მატჩის შემდეგ, ვიფიქრებთ "შალკეზე".

"ატლეტიკომ" "სან სიროზე" კარგად ითამაშა, იქ თამაში კი მარტივი არ არის. მათ კარგად ითამაშეს. რთული კვირა მალე გავიდა. ორი დიდებული მეკარე გვყავს, ამიტომ კურტუა არ გვჭირდება. ვფიქრობ, კარგია, კოპა დელ რეის ფინალი ოთხშაბათს რომ იქნება,"-დაასრულა იტალიელმა.

წყარო dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)