ბენზემა: "ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგებაა"

გთავაზობთ კარიმ ბენზემას ინტერვიუს.


რატომ ხართ საუკეთესო ფორმაში?

ნდობის საკითხია. ახლა, როდესაც რაღაცის გაკეთებას ვცდილობ, ის გამომდის. თავდამსხმელებს სჭირდებათ თავდაჯერებულობა, რაც მე უკვე მაქვს. მას შემდეგ, რაც მწვრთნელი მენდო, თავდაჯერებულობა შემემატა.

რთულ დროს, ყველაზე მეტად ვინ დაგეხმარათ?

პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელები. შემდეგ, რა თქმა უნდა, მწვრთნელი და ზიდანი, რომელიც ყოველთვის მიჭერდა მხარს.

თქვენი ფანები ამბობენ, რომ საუკეთესო წელი გექნებათ.

არ ვიცი არაფერი. წინ კვლავ ბევრი მატჩია, მაგრამ შეიძლება, რომ ეს წელი მართლაც დიდებული იყოს ჩემთვის. არ მინდა ავჩქარდე, ეს წელს იქნება თუ მომავალ წელს. მხოლოდ ის მინდა, რომ კარგად ვითამაშო.

თქვენ "რეალში" უკვე მოიგეთ კოპა დელ რეი და ლა ლიგა. შემდეგი ჩემპიონთა ლიგა იქნება?

ჩვენი მიზანი ბევრი ტიტულის მოგებაა. უკვე გავედით თასის ფინალში და სხვა ჩემპიონატებშიც კარგ პოზიციაზე ვართ. ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე უმაღლესი დონის კლუბია.

რა ურთიერთობა გაქვთ ბეილთან და კრიშტიანუსთან?

ვცდილობ, ვითამაშო კარგად, გავიტანო გოლები და მათაც დავეხმარო გატანაში. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით. მათგან განსხვავებული სათამაშო სტილი მაქვს.

ხალხი თქვენ 9-იანს გეძახით...

ასეა საფრანგეთშიც. დიახ, მე ფორვარდი ვარ, მაგრამ შემიძლია ვითამაშო ფლანგებზე ან ცოტა უკანაც.

მოურინიოს წასვლის შემდეგ, მადრიდის "რეალი" საგრძნობლად შეიცვალა?

მოურინიოს დროს, "რეალი" ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა, მაგრამ კარლო ანჩელოტის "რეალის" მთავარი სიძლიერე ბურთის კონტროლია.

რომელ ტაქტიკაში თამაშობთ უკეთესად?

ვფიქრობ, კარგია, როდესაც გუნდი ორივე ტაქტიკით უმაღლეს დონეზე თამაშობს. წელს ორივე სტილით შეგვიძლია თამაში.

ანჩელოტი ისეთი მშვიდია, როგორც გარეგნულად ჩანს?

კარლო არის ძალიან მშვიდი ადამიანი, რომელსაც თავის ფეხბურთელებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.

არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში გიმუშავია?

მე ბევრი მწვრთნელი მყავდა... მომწონს ანჩელოტისთან ერთად მუშაობა. მომწონს ის გზა, რითაც ის ფეხბურთელებს უფრო მოტივირებულს ხდის. ასევე ძალიან მომწონს მისი ვარჯიშის მეთოდები.

"რეალის" ყველა მწვრთნელისგან გისწავლიათ რაღაც?

პირველი წელი მადრიდში ძალიან რთული იყო და მე ბევრი ვერ ვისწავლე პელეგრინისგან, რადგან ჩვენ ერთად მხოლოდ 1 წელი ვიმუშავეთ. მოურინიო დიდებული მწვრთნელია. ჩვენ დაცვაში ვიდექით, მაგრამ დაცვიდან დიდებულ კონტრშეტევას ვიწყებდით. ვფიქრობ, ანჩელოტის ორივე მწვრთნელთან აქვს რაღაც საერთო.

წყარო: Marca dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)