მოიესმა ხედირას დაადგა თვალი

მოგეხსენებათ, გერმანელმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვით ჩამოშორდა ფეხბურთს...


კარლო ანჩელოტი სამის დიდ ნდობას უცხადებდა და თითქმის ყველა შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში ჰყავდა გამწესებული. ჩანდა, რომ გერმანელის გარეშე რეალის ნახევარდაცვა წარმოუდგენელი იყო, თუმცა დაზიანების შემდგომ მთავარმა მწვრთნელმა ახალი ტრიოს ძიება დაიწყო და იპოვა კიდეც.

ჩაბი ალონსო, ლუკა მოდრიჩი, ანხელ დი მარია, სწორედ ამ სამმა ფეხბურთელმა დაარწმუნა იტალიელი სპეციალისტი იმაში, რომ სამეფო კლუბის ნახევარდაცვას სხვა არაფერი სჭირდება, ისინი იდეალურად გამოდიან ყველა მატჩში და კარლოს ყველა დავალებას ასრულებენ.

თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ანჩელოტი აცხადებდა, რომ აუცილებელია ბალანსის პოვნა, რაც ამ ფეხბურთელებმა მოახერხეს.

ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გერმანელი ფეხბურთელის პოზიციები მადრიდში შესუსტებულია, თანაც არავინ იცის თუ როგორ ფორმაში დაუბრუნდება იგი გუნდს.

ვითარებაში არაერთი გუნდია გარკვეული და რა თქმა უნდა სამის მსურველები გამოუჩნდებიან. Daily Mirror-ის ინფორმაციით დევიდ მოიესს ძალიან სურს ტუნისური წარმომავლობის გერმანელი შეგირდის დამატება, იგი თვლის, რომ ნახევარდაცვის ყველა პრობლემას სწორედ ხედირა მოაგვარებს.

გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაიწყებს მოლაპარაკებებს მადრიდელთა მმართველებთან, ინგლისელები მზად არიან ფლორენტინო პერესს 30 მილიონი ევრო შესთავაზონ, კონტრაქტის დეტალებზე საუბარი კი ჯერ-ჯერობით რა თქმა უნდა ნაადრევია. dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2014
  • 1662
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)