ჩაწოდება, ჩაწოდება, ჩაწოდება !!!

როგორც სჩანს, გერმანული შალკე მადრიდის რეალთან შეხვედრისთვის განსაკუთრებით ემზადება. იენს კელერმა ძალიან კარგად იცის, რომ კარლო ანჩელოტის კოლექტივის პოტენციალი მის გუნდზე ბევრად მაღლა დგას, აქედან გამომდინარე საჭიროა ისეთი გზის გამონახვა, რომელიც ბუნდეს გუნდს წარმატებისკენ მიიყვანს...


კელერს სურს დორტმუნდელთა გამოცდილების გაზიარება და სამეფო კლუბის დამარცხება, ამისათვის კი სწორედ იურგენ კლოპისგან იღებს მაგალითს.

გერლზენკიხენელები "ბლანკოსთან" სწრაფ და ფლანგურ ფეხბურთზე გააკეთებენ აქცენტს, სადაც ყველაზე დიდი როლი საჯარიმო მოედანში ჩაწოდებებს მიენიჭება, მთავარ მწვერთელს კლაას იან ჰუნტელაარის და ადამ სჟალაის იმედი აქვს, რომლებიც თავით ერთმანეთზე უკეთესად თამაშობენ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფორვარდს აქვს მიღებული "მადრიდული გამოცდილება", სჟალაი კასტილიას ღირსებას იცავდა ჰუნტელაარი კი მთავარი გუნდისას, რომლის მწვრთნელი იმ დროისთვის ხუანდე რამოსი გახლდათ. სხვათაშორის ჰოლანდიელ წინახაზელმა საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და გოლების გატანაც მოახერხა.

როგორც ჩანს, სერხიო რამოსსა და კეპლერ პეპეს მრავალი საჰაერო ორთაბრძოლის მოგება მოუწევთ, მადრიდულ-პორტუგალიური დაცვის უშეცდომო თამაშის შემთხვევაში კი მეტოქის შანსი ძალიან შემცირდება, რადგან მათი მთავარი კოზირი სწორედ მეორე სართულზე ეფექტური თამაშია. dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2014
  • 2930
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)