პელეგრინი : "ისკოსთვის სიტი იბრძოლებს"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანჩესტერ სიტი სამეფო კლუბის ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის შეძენით იყო დაინტერესებული, დღეს კი ჩილელმა სპეციალისტმა, მანუელ პელეგრინიმ კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელობა ზაფხულში მადრიდელი მოთამაშის დამატებას შეეცდება...


"ისკო დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მადრიდში მისი მონაცემების ნახევარიც არ არის გამოვლენილი. ლა ლიგას ინტენსიურად ვადევნებ თვალს და მინდა ვთქვა, რომ კარლო ანჩელოტის ფორმაციის "რეალში" ალარკონი თავს ვერ დაიმკვიდრებს, რადგან იგი აბსოლუტურად სხვა პოზიციაზე ასპარეზობს."

"სეზონის სტარტზე ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ალარკონი "ბლანკოსის" მამოძრავებელი ძალა იყო, თუმცა რეალი მთლიანად გადასხვაფერდა და მიმდინარე ტაქტიკაში ალარკონის პოზიცია სრულიად გაქრა, რაც მისთვის დამღუპველია."

"ახალგაზრდა ესპანელის მონაცემებსა და პროფესიონალიზმში დარწმუნებული გახლავართ. მე უკვე ვესაუბრე ხელმძღვანელობას და მისი შეძენა ვთხოვა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ექს მალაგელის გადაბირებას შევძლებთ."

"ვიცით, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ისკოს უამრავი მსურველი ეყოლება, აქედან გამომდინარე ბრძოლისთვის მზად ვიქნებით." dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2014
  • 1624
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)