კურტუას ტრანსფერის შემთხვევაში იკერი ბარგს ჩაალაგებს

მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესს, მადრიდის ატლეტიკოს კიპერის, კურტუას შეძენა სურს, რომელიც მიმდინარე სეზონში საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს...


გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ბელგიელი ახალგაზრდა სამეფო კლუბის ფორმას მოირგებს, იკერ კასილასი ბარგს ჩაალაგებს და სხვა ქვეყანაში გაემგზავრება ძალების მოსასინჯად, რადგან ეს ტრანსფერი იქნება დასტური იმისა, რომ "ბლანკოსს" კაპიტანი არ სჭირდება.

კურტუას ტრანსფერმა შესაძლოა დიეგო ლოპესზეც იმოქმედოს, რადგან ახალგაზრდას სათადარიგოთა სკამისთვის ნამდვილად არავინ იყიდის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მეკარე კვირიდან კვირამდე პროგრესირებს და სოცარ "სეივებს" გვთავაზობს, თუმცა დიეგოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობი გახლავთ, მაგრამ არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ჩემპიონატების "გადანაწილების" შემთხვევაში ახლანდელი მთავარი მეკარე ახალ პირობებს დათანხმდეს და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე იასპარეზოს, ლა ლიგა კი ახალწვეულს დაუთმოს.

რამდენად გაიჩარხება კურტუას ტრანსფერი მეორე საკითხია, რადგან ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ლონდონის ჩელსი ფლობს, ჟოზე მოურინიოს კი მისი დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა გამორიცხული არაფერია, მაგრამ მადრიდში უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერესს მეკარის შეძენა სურს და იკერ კასილასს, რომელიც გუნდის თილისმა და ლეგენდა გახლავთ, სრულ იგნორირებას უკეთებს. dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2014
  • 3722
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)