ივან ელგერა : "ის, რაც რონალდუს თავს ხდება ფედერაციის სირცხვილია"

სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ივან ელგერამ ჟურნალისტებთან კრიშტიანო რონალდუსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა...


"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ოქროს ბურთის მფლობელი მადრიდის რეალს ძალიან სჭირდება, პორტუგალიელი ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს და მისი დანაკლისი გუნდს რა თქმა უნდა ეტყობა, თუმცა "მერენგები" ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შვიდიანის გარეშე მიაღწიონ წარმატებას."

"ის, რაც კრიშტიანოს თავს ხდება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ყველა იმ ადამიანის სირცხვილია, ვისაც მისი დისკვალიფიკაციის განხილვასთან რაიმე შეხება აქვს."

"რონიმ 2 მატჩი უკვე გამოტოვა, ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მადრიდელთა აპელაცია უყურადღებოდ დატოვოს და დრო რაც შეიძლება გაწელოს, სულ მალე კი კარლოს გუნდს "ელჩესთან" დაპირისპირება უწევს, რომლის დასრულების შემდეგ მადრიდელთა ლიდერის "უქმობაც ამოიწურება" , შემდეგ კი არაფრის განხილვა აღარ გახდება საჭირო."

"იმედს გამოვთქვამ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება, რადგან ეს მთლიანად ესპანურ ფეხბურთს დიდ ზიანს აყენებს." dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2014
  • 2647
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)