კასილასის პრესკონფერენცია

იკერ კასილასმა დღეს ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


რას ფიქრობთ "ბარსელონაზე"?

ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ და ჩამოგვრჩებიან მხოლოდ ერთი ქულით. ახლანდელი "კლასიკო" ძალიან საინტერესო იქნება.

რას ფიქრობთ "რეალის" თამაშზე?

ხანდახან კარგად ვთამაშობთ, ხანდახან კი არც ისე. კარგია, რომ შედეგს ვაღწევთ. მომავალში ვეცდებით კარგად ვითამაშოთ.

რამდენად მნიშნელოვანია "ბარსელონასთან" თამაში?

მთელი კვირაა ხალხი ამ მატჩზე საუბრობს. "ბარსელონას" ფრემ "ბილბაოსთან" უფრო საინტერესო გახადა "კლასიკო". ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

კასილასის პრესკონფერენცია


სატურნირო ცხრილში ლიდერობა გსურთ თუ ლამაზი ფეხბურთის თამაში?

მსურს, რომ ვლიდერობდეთ. გასული წლის "კლასიკოს" წინ პრესა გვაკრიტიკებდა. სიტუაცია იდენტურია წლევანდელთან შედარებით.

რა სათამაშო სტილს აირჩევთ "ბარსელონასთან" სათამაშოდ?

ჩვენ არ დაველოდებით მეტოქეს საკუთარ კართან. ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. არ გვეშინია "ბარსელონასი". ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და უფრო გავასწროთ კატალონიურ კლუბს სატურნირო ცხრილში.

რა ხდის "ბარსელონას" სახიფათო გუნდად?

ხავი და ინიესტა. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მუდამ ვამბობდი, რომ ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. როცა ბურთით არიან, მათი შეჩერება რთულია.

თქვენი ფანები ფიქრობენ, რომ წააგებთ. გესმით მათი?

დიახ, ხალხი ყველაფერს ფიქრობს, მარგამ ვეცდებით არ გავაწბილოთ ისინი.

კასილასის პრესკონფერენცია


თქვენ ადასტურებთ, რომ შეთამაშება გჭირდებათ და საუკეთესო გუნდი იქნებით...

ეს ფეხბურთელები გუნდს უფრო ძლიერს ხდიან, მაგრამ აქამდე მისვლაა საჭირო. ჩვენ ვლიდერობთ ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგაში. ასე, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ერთადერთი ჩვენი შეცდომა "სამეფო თასიდან" გამოვარდნა იყო.

რონალდო ძირითად შემადგენლობაში იქნება?

კრისტიანო დიდი მონდომება აქვს და ამას ყველა ვარჯიშზე ამტკიცებს. მან გუშინ 20 წუთი ითამაშა. მას შეუძლია გუნდს უდიდესი დახმარება გაუწიოს. რონალდოს დიდი სურვილი აქვს ითამაშოს "ელ კლასიკოში".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 26 ნოემბერი 2009
  • 2082
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)