ალექს ჯობსთი : "შალკესა და რეალს შორის საინტერესო მატჩს ველი"

ალექს ჯობსტი დღეისათვის შალკეს ადმინისტრაციაში მუშაობს და გერმანული გუნდის წინსვლისთვის საჭირო გზების მოძიებით არის დაკავებული, მან რამდენიმე წელი მადრიდის რეალის ეკონომომიკურ საკითხთა (კერძოდ უცხო ქვეყნებთან მოლაპარაკებები სავაჭრო თანხებთან დაკავშირებით) სფეროში ირჯებოდა, მან მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც მომდევნო კვირაშია დაგეგმილი...


"ესპანეთის დედაქალაქში რამდენიმე წელიწადის გატარება მომიწია, იქ ცხოვრების აბსოლუტურად განსხვავებული რიტმია, როდესაც მადრიდში ჩავედი ვიფიქრე, რომ სრულ ქაოსში მოვხდი და სასარგებლოს ვერაფერს გავაკეთებდი, თუმცა გავიდა რამდენიმე კვირა და გერმანულ-ესპანური მენტალიტეტების შერწყმა მოვახერხე და ვფიქრობ საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავე."

"რეალში მუშაობისას ბევრი რამ შევისწავლე, რასაც ამჟამად გერლზენკიხენურ გუნდს ვახმარ და ამით ძალიან ბედნიერი გახლავართ."

"ეს გუნდები ერთმანეთს არასდროს მტრობდნენ, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბის სიმბოლო, რაულ გონსალეს ბლანკო სწორედ შალკეს საკუთრება გახდა, ამის შემდეგ ურთიერთობები კიდევ უფრო დათბა და გაღრმავდა."

"მიუხედავად იმისა, რომ მადრიდისტა ვარ მომდევნო 2 დაპირისპირებაში შალკეს ვუგულშემატკივრებ, რადგან ამ ეტაპზე ამ გუნდში ვმუშაობ და სწორედ გერმანელთა წარმატება მიხარია."

"დარწმუნებული ვარ კარგი თამაშის შემთხვევაში ჩვენ ისტორიის შეცვლას მოვახერხებთ და ისეთ გუნდს დავამარცხებთ, როგორიც კარლო ანჩელოტის "ბლანკოსი" გახლავთ, თუმცა ეს უდიდეს პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, რომლის გადალახვაც ჩვენი ფეხბურთელების მოვალეობა იქნება."

"ვგონებ, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერი გახლავთ, ამიტომ ბრძოლაა საჭირო." dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2014
  • 1726
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)