"ელჩესთან" განსხვავებულ "რეალს" ვიხილავთ?

გავრცელებული ინფორმაციით კარლო ანჩელოტის ლა ლიგის მომდევნო ტურში მასობრივი როტაციის განხორციელება სურს, რადგან "ელჩე" არ არის ის გუნდი, რომელიც "ბლანკოსს" სანტიაგო ბერნაბეუზე პრობლემების კორიანტელს დაატეხავს თავს, აქედან გამომდინარე იტალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ წამყვანი ფეხბურთელების დასვენება ურიგო არ იქნება...


უკვე გადაწყვეტილია, რომ ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი განაცხადს მიღმა დარჩება, რადგან ხეტაფესთან დაპირისპირებაში გაფრთხილება მიიღო, რომელიც რიგით მეხუთე აღმოჩნდა, რის საფუძველზეც მას ერთ მატჩიანი დისკვლაფიკაცია გამოუწერეს.

ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოდრიჩთან ერთად არ ითამაშებს ჩაბი ალონსო, რომელიც ასაკშია და რეგულარულად 90 წუთის მოედანზე გატარება მეტისმეტად უჭირს, მითუმეტეს იანვარსა და თებერვალში მან ძალიან დიდი დატვირთვა მიიღო, მომდევნო პაექრობაში დასვენება კი ნამდვილად არ აწყენდა.

ისმის კითხვა თუ ვინ ჩაანაცლებს ესპანურ-ხორვატიულ დუეტს? დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი ასიერი ილიარამენდი იქნება, რომელიც შეცვლებზე საკმაოდ სტაბილურად გამოდის და არც სასტარტოში თამაშის დროს უცრუებს იმედს მთავარ მწვრთნელს.

ვისთან შექმნის დუეტს ილიარამენდი ? ეს კითხვა ალბათ ყველას ებადება. ვარიანტი კი მხოლოდ 2 გახლავთ, კაზემიროსა და ისკო ალარკონის სახით. ბრაზილიელი მოთამაშე სეზონის სტარტისგან განსხვავებით, საკმაოდ მოაკლდა სათამაშო პრაქტიკას, იგივეს თქმა შეიძლება ისკოზე, მაგრამ მას გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს სათამაშო წუთების მიხედვით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერხიო რამოსის ნაცვლად მოედანზე შესაძლოა რაფაელ ვარანი ვიხილოთ, რომელიც სრულ მზადყოფნაში გახლავთ და ტრავმის შემდეგ საკმაოდ დამაჯერებელი თამაშიც აჩვენა. ესპანელი მცველის არყოფნა არა დაღლილობას, არამედ იმას უნდა მივაწეროთ, რომ ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ავტომატურად გამოეთიშება მადრიდულ დერბის, რომელსაც კარლოს გუნდი დიეგო სიმეონეს ატლეტიკოსთან გამართავს, ამ პაექრობას კი "მერენგებისათვის" უდიდესი მნიშვნელობა აქვს. dle 10.1

  • Hala
  • 18 თებერვალი 2014
  • 2347
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)