ხესემ მარსელოს უნდა უგდოს ყური

არავინ დავობს იმაზე, რომ როდრიგესი დიდებული ფეხბურთელია.


მისი სათამაშო დონე, სიზუსტე, ენთუზიაზმი და მშიერი თვალები, ყველაფერზე მეტყველებს.ნიჭიერი ბიჭუნა ბრწყინვალედ იყენებს შანსს.უკვე მის ანგარიშზე 8 გოლი ირიცხება.

მოურინიოს ეპოქაში ხესეს შესაძლებლობების გამოვლენის დრო არ ჰქონია, თუმცა მოთამაშის სხვაგვარად მიუდგა ანჩელოტი, რამაც მის განვითარებას შეუწყო ხელი.სეზონის სხვადასხვა ეტაპებზე, ბეილისა და რონალდუს შეცვლა მოუწია და ამ მისიებსაც წარმატებით გაართვა თავი.ერთი სიტყვით, მის ასპარეზობაში მხოლოდ პოზიტივია, რისთვისაც დამსახურებულ აპლოდისმენტებს იმსახურებს.

ბოლო დროს, პრესის ფურცლებზე დელ ბოსკეს განცხადებები გამოჩნდა, სადაც „ულვაშა“ ხესეს შესაძლო გამოძახებაზე საუბრობს.სიმართლე გითხრათ, დიდად არ მოვხიბლულვარ მსგავსი შინაარსის პოსტების წაკითხვის შემდეგ, რამეთუ ვფიქრობ, რომ დამატებითი ზეწოლა, ფეხბურთელს კარგს არაფერს მოუტანს.ეროვნული ნაკრები არსად გარბის, იქ სწორედ როდრიგესის დარი მოთამაშეებისთვისაა განკუთვნილი პოზიციები, თუმცა ჯერ ადრეა.არასწორ დროს, არასწორდ ადგილას მოხვედრა, რიგ შემთხვევებში ფიასკოთი სრულდება.

ნუ დავტვირთავთ ახალგაზრდას და პირველ ეტაპზე, კლუბში მიღწეულით დატკბობის საშუალება მივცეთ.მან ყურად უნდა იღოს მარსელოს სიტყვები: „საუბრებმა ნაკრებში გამოძახების შესახებ, შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოგიტანოს, ვიდრე სარგებელი.“ რა თქმა უნდა, ერთ მშვენიერ დღესაც, ეროვნული გუნდიდან მიუვა მიღწევა, მაგრამ „ოციანმა“ უნდა გაანალიზოს, რომ კვარცხლბეკზე ასვლა შესაძლებელია არა მხოლოდ ბრაზილიაში, არამედ ვალდებებასზეც, ბერნაბეუზეც, ჩემპიონთა ლიგაზეც, პრიმერაშიც და თასზეც.

პ.ს. მცირე ცვლილებებით, გადმოცემულია MARCA-ს ჟურნალისტის აზრი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)