ხესე : "ვცდილობ მოედანზე გატარებული ყველა წუთი გამოვიყენო"

ხეტაფესთან შეხვედრაში ანგარიში ხესე როდრიგესმა გახსნა, ახალგაზრდა წინახაზელის პროგრესი აშკარა გახლავთ. მატჩის დასრულების შემდეგ კანტერანომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


"მოხარული ვარ იმით, რომ სასურველი შედეგი გამოვაცხვეთ, ჩვენს უშუალო კონკურენტებს საკუთარი თამაშები მოგებული ჰქონდათ, აქედან გამომდინარე ორმაგი მოტივაცია გვგქონდა და თამაში თავიდანვე აგრესიულად დავიწყეთ."

"ვცდილობ ყველა ის წუთი გამოვიყენო, რომელსაც მოედანზე ვატარებ, მწვრთნელი უკვე არაერთხელ მენდო, რაც ძალიან მახარებს და სტიუმს მაძლევს, მოედანზე გასვლა და თამაში დიდი ბედნიერებაა, მითუმეტეს იმ გუნდის მაისურში, რომელშიც წლების მანძილზე გამოვდივარ."

"დამრიგებელი ნდობას მიცხადებს და ვალდებული ვარ გაცემული ავანსები გავამართლო, ჩემთვის ამ ეტაპზე კარგი ეპოქა დგას და ყოველდღიურად ვპროგრესირებ, თითოეულ პაექრობაში კარლიტო გამოცდას მიტარებს, რომელიც ყოველთვის წარმატებით უნდა ჩავატარო. ამბიციური ფეხბურთელი ვარ და არასდროს დავზოგავ ძალას იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო."

"კრიშტიანო რონალდუს არყოფნა გუნდს არ დასტყობია, თუმცა პორტუგალიელთან ერთად გაცილებით ძლიერები ვართ."

"ესპანეთის ნაკრები ? უბედნიერესი ვიქნები, თუკი ვისენტე დელ ბოსკე გამომიძახებს, მე ამისთვის მუდმივად მზად ვარ, თუმცა ვთვლი, რომ "ფურია როხას" ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც გამოცდილებით სავსეა. იმისათვის, რომ ნაკრებში მოვხვდე ძალიან რთული გზის გავლა მომიწევს." dle 10.1

  • Hala
  • 17 თებერვალი 2014
  • 1965
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)