რაულის კომენტარი

მადრიდის "რეალის" კაპიტანი რაული თვლის, რომ გულშემატკივრებმა უნდა ირწმუნონ მათი პროექტის.


"ძალიან კარგად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი ამოცანა შევასრულეთ. კიდევ უფრო მივუახლოვდით 1/8 ფინალს და ახლა საფრანგეთშიც უნდა მოვიგოთ".

"გულშემატკივარმა ჩვენი პროექტი უნდა ირწმუნოს. ორივე ტურნირში პირველ ადგილზე ვიმყოფებით. ხალხი ცოტა მომთმენი უნდა იყოს. ძალიან გვსურს პუბლიკამ სიამოვნება მიიღოს ჩვენი თამაშით".

"ახალი პროექტი ძალიან კარგია. გუნდი ნელ–ნელა უახლოვდება მიზნებს. ჯერჯერობით ლამაზ გამარჯვებებს ვერ ვაღწევთ, მაგრამ ძალიან მალე ესეც იქნება".

"რა თქმა უნდა, გულშემატკივარს აქვს უფლება ჩვეგან ბევრი მოითხოვოს, მაგრამ სწორ გზად ვადგავართ – ბევრი გოლი გაგვაქვს და ცოტას ვუშვებთ".

"კვირას ვიბრძოლებთ მნიშვნელოვანი სამი ქულისთვის. ეს იდეალური შანსია ვაჩვენოთ გუნდის ნამდვილი სიძლიერე".

"ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები. არაერთხელ მისაუბრია პელეგრინისთან და მან მითხრა, რომ გუნდისთვის ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია. ჩვენ შესანიშნავი და გამარჯვებებს მოწყურებული შემადგენლობა გვყავს. ყველანი ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ისევ ძირითად შემადგენლობას დავუბრუნდე".

"მე გულშემატკივრისგან სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ. ვხვდები, რომ უფრო და უფრო ცოტა სათამაშო დრო მაქვს, მაგრამ მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროექტში".

"კონტრაქტის ბოლომდე გუნდში ვიქნები. არსად წასვლას არ ვაპირებ. მე ბედნიერი ვარ "რეალში" – ეს ჩემი სახლია. მსურს ვიყო მნიშვნელოვანი ამ პროექტში".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 26 ნოემბერი 2009
  • 2091
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)