„რეალი“ ლიდერებს არ ჩამორჩა

ანჩელოტის გუნდი გეგმის მიხედვით მიიწევს წინ.


ერთ დროს, „ალფონოს პერესი“ მეზობლებისათვის არასასიამოვნო ადგილად ითვლებოდა, თუმცა „ლურჯებმა“ ძველი დიდება დაკარგეს.მასპინძლების ბოლო დროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდო იყო „თეთრებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა და თამაშიც ისე წარიმართა, როგორც ქომაგები ელოდნენ.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა და გაცილებით დატვირთული მარტი კარს მოდგვადგა.შესაბამისად, საჭიროა ძალების დაზოგვა და ერთი ამოსუნთქვის პრინციპით, შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეების დამარცხება.

როგორ მოსალოდნელი იყო, განვლილი დაპირისპირება დაბალ ტემპში წარიმართა.კარლიტოს ბიჭებმა ყოველგვარი საფრთხეებისა და პანიკების გარეშე, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.მსაჯის სასტარტო სასტვენიდან 5 წუთის შემდეგ, ბეილის პასი კარგად მიიღო ხესემ და გამოზომილი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს.ვერ გეტყვით, რომ ტაბლოზე დაწინაურებული „რეალი,“ ბურთის დიდხიანი გორაობით იყო დაკავებული.პირიქით, ადგილობრივებსაც აძლევდა თამაშის საშუალებას, თუმცა ეს უკანასკნელები, ნორმალური მომენტის შექმნას ვერ ახერხედბენ.ხიფათი არ მოჰყოლია არც მათ სტანდარტებს, რაც უწინარეს ყოვლისა, სტუმართა დაცვის ძალისხმევის შედეგია.

27-ე წუთზე, კონტრ-შეტევა წამოიწყო როდრიგესმა და მარცხნვ გადააწოდა ბურთი დი მარიას, რომელმაც თავის აწევით, საჯარიმოში შერბენილი ბენზემა დაინახა და დიდებული პასი დაასვა ფეხზე.რა თქმა უნდა, „მამალთა“ თავდამსხმელს თავი არ შეურცხვენია და ორამდე გაზარდა სხვაობა.

პირველი ტამის ამოწურვამდე, თავის გამოჩენა უელსელსაც შეეძლო, რომელმაც ეფექტურად მოთამაშე კარიმის გადაცემა, ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა.

მოედანზე არც შესვენების შემდეგ შეცვლილა სურათი.თითქოს „ხეტაფეს“ გააქტიურბა იგრძნობოდა პირველი 15 წუთის განმავლობაში, მაგრამ ლუის გარსიას შეგირდებმა ღირებული ვერაფერი შექმნეს.

66-ე წუთზე, პრიმერაში პირველი გოლი შეგადო ლუკა მოდრიჩმა, რომელმაც ჩვეულ სტილში, მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომიდან გაისროლა.

მადრიდისტებს კიდევ შესწევდათ ძალა ჰანდიკაპის გაზრდისა, თუმცა ესეც საკმარისად მიაჩნდათ.ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი, 90 წუთამდე, რისკებისა და გართულებების გარეშე მისვლა გახლდათ, რაც ჩინებულად შეასრულეს.

ალბათ, კონკრეტულად არცერთი მოთამაშის გამოყოფა შეიძლება, რამეთუ დიდად არავის გაუბრწყინია, თუმცა დედაქალაქელების გუნდის თამაშის კოეფიციენტი, მართლაც რომ საგულისხმო იყო.

პეპე, პეპიტო, პეპისიმო
სეზონი კულმინაციისაკენ მიემართება, პეპე კი უფროდაუფრო აუმჯობესებს თამაშს.ის ნამდვილად გაუვალია და ფაქტობრივად, უშეცდომოთ ასპარეზობს, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო მომენტებს.ერთ-ერთ ეპიზოდში, ბურთი თვალწინ აუხტა და ვიზავისაც მომენტის შექმნის შანსი მეიცა, თუმცა პორტუგალიელმა საჯარიმოში ჩაუსწრო და ლამაზი ვარდნით დაბლოკა მისი დარტყმა.

ლოპესის არადამაჯერებელი გამოსვლები
ის, რომ კარიდან გამოსვლა დიეგოს საქმე არ არის, განვლილი მატჩიდანაც გამოჩნდა.32 წლის კიპერ, 1-2 ეპიზოდში არადამაჯერებელი გამოსვლა განახორციელა.

ნახევარდაცვა სტაბილურია
ალონსო, მოდრიჩი და დი მარია, ანჩელოტიმ სტაბილურ ფეხბურთელებლად ჩამოაყალიბა.ისინი უკანასკნელ დაპირისპირებებს ერთ დონეზე ატარებენ, ან უკეთესად.შეიძლება ითქვას, რომ გუნდის წარმატების გასაღებიც სწორედ ამაშია.

ხესე გოლაობს, ბეილი თავდაჯერებულობაზე მუშაობს
ვგონებ, ახალგაზრდა შემტევის ფეერიული თამაში აღარავის გვიკვირს.ის შანს ხელიდან არ უშვებს და როცა საჭიროა, თამაშს შესანიშნავად ამწვავებს.აი, რაც შეეხება უელსელს, ნელ-ნელა მასთანაც მოდის თავდაჯერებულობა.ასეთი, ტიპის მატჩებში, სადაც ანჩელოტის უღიმღამო ფეხბურთზე აქვს აქცენტი გაკეთებული და მთავარი შედეგია, რთულია ბეილის შეფასება.„ხეტაფესთან“ რამდენჯერმე სოლო რეიდიც განახორციელა და საერთო ჯამში, კარგად ჩაჯდა ერთიან გულის ცემაში.

ბენზემა „თამაშს“ აგრძელებს
კარიმის ანგარიშზე უკვე 18 გოლია მიმდინარე სეზონში.როგორც ჩანს, ფრანგი გაიხსნა და სეზონის ბოლომდე, გუშემატკივრების გულების გახარებას, მრავალჯერ შეეცდება.

უფერული არბელოა
კარვახალს გაკრვეული ფიზიკური პრობლემების აქვს, ამიტომაც, მისი ადგილი არბელოამ დაიკავა, რომელიც რიგ ეპიზოდში ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა არაფერი გაუფუჭებია.

უშანსო მეტოქე
2014 წლის „რეალში,“ მეტოქეთა შანსები მინიმუმამდეა დაყვანილი.მთლიანი თამაშის განმავლობაში, „ხეტაფეს“ მხოლოდ 1 შანსი ჰქონდა გოლის გატანისა.

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (239)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)